მატჩისშემდგომი ინტერვიუ ჟორჟიკაშვილთან . ახალგაზრდაც მჭირდება და ვეტერანიც

•  იმერული დერბის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე " ზესტაფონის " პრესატაშემ , სერგო ფუტკარაძემ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ახალი მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი წარუდგინა . ეს უკანასკნელი აქამდე " ზესტაფონი 2- ის ", საქართველოს ახალგაზრდული და 19- წლამდელთა ნაკრების თავკაცი იყო , ახლა კი ზესტაფონელთა მთავარი გუნდიც დაემატა . თემურ მახარაძის კობა ჟორჟიკაშვილით ჩანაცვლებამ , ზესტაფონშიც კი , დიდი მითქმა - მოთქმა გამოიწვია . ბევრის აზრით , მწვრთნელთა შტაბში აღნისნული ცვლილება იმის გამო განხორციელდა , რომ მახარაძე მის მიერ მოყვანილ ვეტერანებზე უარს ვერ იტყოდა , ჟორჟიკაშვილმა კი გაახალგაზრ 5 დავების პროცესი უნდა დააჩქაროს . თუმცა , აჯობებს ახალ მწვრთნელს მოვუსმინოთ .

- " ზესტაფონში " რამდენი ხნით დაინიშნეთ ?

- გუნდთან კონტრაქტი გაფორმებული მაქვს , თუმცა მის დეტალებს საჯაროდ ვერ გავახმაურებ .

- კლუბთან ერთად საქართველოს 19 წლამდე და ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობა არ გაგიჭირდებათ ?

- აქამდე ნაკრებების გარდა " ზესტაფონი -2- ში " ვმუშაობდი , მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია . " ზესტაფონის " ფარმ - კლუბში კი საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან და მეორე გუნდს ისინი უხელმძღვანელებენ .

- თემურ მახარაძეც გუნდში დარჩა . თუ იცით , რა ფუნქციებს შეასრულებს იგი ?

- ბატონი თემური დროებით შვებულებაშია და მალე დაგვიბრუნდება . რა ფუნქცია ექნება კლუბში , ეს საკითხი კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია .

- " ზესტაფონის " ხელმძღვანელობის პოლიტიკა გუნდის გაახალგაზრდავებისკენ არის მიმართული . როგორც ამბობენ , თქვენ ამ პროცესის დასაჩქარებლად მოგიყვანეს .

- ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ . მაგრამ , გუნდის გაახალგაზრდავება დაჩქარებულადაც არ შეიძლება , ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს .

- იმასაც ამბობენ , რომ კობა ჟორჟიკაშვილს ვეტერანები აღარ დასჭირდებაო .

- გუნდი ერთი მექანიზმია და მისი ახალგაზრდებად და ვეტერანებად დაყოფა არასწორი იქნება . პასპორტის მიხედვით არავის ვათამაშებ . კონკრეტული მატჩისთვის ვინც უკეთ მოემზადება , ძირითად შემადგენლობაში ადგილს ის დაიკავებს . ჩემის აზრით , გუნდში ფეხბურთელების საშუალო ასაკი 24-25 წელი უნდა იყოს . გამოცდილებიც საჭიროა და ახალგაზრდობაც . როგორც ოჯახშია აწყობილი : ბაბუა , მამა და შვილიშვილი , გუნდშიც ასევე უნდა იყოს . მეკარე და მცველები ცოტა ასაკოვანი და გამოცდილი აჯობებს , ნახევარდაცვა შედარებით საშუალო ასაკის , თავდასხმა კი ახალგაზდა ფეხბურთელებით უნდა იყოს დაკომპლექტებული .

- თქვენი აზრით , რომელ პოზიციებზე საჭიროებს გაძლიერებას " ზესტაფონი "?

- დაცვის გაძლიერებაც გვესაჭიროება , თუმცა , " ზესტაფონის " ყველაზე დიდი პრობლემა საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციაა . რვა თამაშში გუნდს მხოლოდ ექვსი ბურთი აქვს გატანილი , რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია . " ტორპედოსთანაც " უამრავი მომენტი შევქმენით , მაგრამ ვერ გამოვიყენეთ . სერიოზულად ვიმუშავებთ , რომ ეს ხარვეზი გამოვასწოროთ .

- ალბათ , სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე " ზესტაფონში " დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ .

- ამ ეტაპზე ფეხბურთელების დამატებაზე საუბარი ნაადრევია . რა თქმა უნდა ცვლილებები იქნება და სხვებთან ერთად შანსი " ზესტაფონი -2- ში " თავგამოჩენილ ფეხბურთელებსაც მიეცემათ .

- ბოლო დროს " ზესტაფონის " და საქართველოს ნაკრების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი . ასეთ დროს გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის დანიშვნა ცეცხლზე ნავთის დასხმასაც კი ჰგავდა . საინტერესოა , თქვენ რა კუთხით უყურებთ ამ მოვლენებს ?

- რადგანაც აჟიოტაჟია ატეხილი ესე იგი , ამით რაღაც საქმე კეთდება . ყოველივე ეს , რა თქმა უნდა " ზესტაფონის " თამაშს გარკვეულ დაღს ასვამს . ფეხბურთელები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან . ასეთ დროს ძნელია მუშაობა , მაგრამ ვეცდებით , მდგომარეობა ამ მხრივაც გამოვასწოროთ .

- საქართველოს ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს . ეროვნულ გუნდში მოხვედრამდე , განუგრავამ , გოცირიძემ , წინამძღვრიშვილმა რევიშვილმა და სხვებმა თქვენს ხელში გამოიარეს . როგორ ფიქრობთ ეს ბიჭები ძველებს სრულფასოვნად შეცვლიან ?

- ისინი უდაოდ ნიჭიერები არიან და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებენ . მაგალითად , ნუკრი რევიშვილი ნამდვილი ტალანტია - საოცრად სტაბილური და აუღელვებელი მეკარეა . ახალგაზრდულში ერთ - ერთი საუკეთესო იყო და ეროვნულ გუნდშიც ამიტომ გადაიყვანეს . ნუკრიმ თავისი შესაძლებლობები საბერძნეთის წინააღმდეგაც დაამტკიცა .

დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ გიორგი განუგრავაზე , გულშემატკივრებიც მეკითხებიან მართლა თუ ვხედავ ამ ბიჭში პერსპექტივას - რა თქმა უნდა , გიორგი ნიჭიერი ფეხბურთელია . სამუშაო ყველას ბევრი აქვს , მაგრამ თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად უნდა მიეცეთ . სხვაგვარად ახალგაზრდები ვერ წარმოჩინდებიან .

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005