ზაზა ზირაქიშვილი : მნიშვნელობა არ ჰქონდა , გოლს მე გავიტანდი თუ მეკარე სომხიშვილი
- " ზესტაფონმა " თბილისთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და თასის ფინალში პირველად გავიდა . მართალია , ზემოიმერლებმა გამარჯვება დიდი ნერვების წყვეტის ფასად მოიპოვეს , მაგრამ შეხვედრის შემდეგ , ეს აღარავის ახსოვდა . ემოციამოზღვავებული ფეხბურთელები გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს ვერ ფარავდნენ . გახარებული იყო ზესტაფონელთა გამოცდილი ფორვარდი ზაზა ზირაქიშვილიც , მისმა გოლმა ხომ " ზესტაფონს " ფინალური საგზური მოაპოვებინა . ზესტაფონელთა გამარჯვების ერთ - ერთ შემოქმედს , თამაშის შემდეგ შევხვდით და გავესაუბრეთ .
- ზაზა , გილოცავთ ფინალში გასვლას . " თბილისის " დამარცხება ძალიან კი გაგიჭირდათ ...
- ეს არც არის გასაკვირი . " თბილისი " კარგი გუნდია და მისგან დიდ წინააღმდეგობას მოველოდით . ვფიქრობ , საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა . მოგებით ძალიან გახარებული ვართ . მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო და თამაში ძალიან გაგვიჭირდა , ასეთი სტადიონები საერთოდ არ უნდა არსებობდეს .
- პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეთ , მეორე ნახევარი კი ისე წარიმართა , შესაძლოა , წაგეგოთ კიდეც ...
- საბედნიეროდ , გავიმარჯვეთ და სხვაზე უკვე აღარ ვფიქრობთ . პირველ ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან , თორემ შეგვეძლო , საქმე იქვე მოგვემთავრებინა . მეორე ნახევარში სწრაფი გოლის გატანა გვინდოდა და ეს რომ ვერ მოვახერხეთ , ნერვიულობა დაგვეწყო . ამის გამო , შეცდომებსაც მოვუხშირეთ და კინაღამ დავისაჯეთ . კიდევ კარგი , მეტოქემ დაგვინდო . ბოლოს კი ძალები მოვიკრიბეთ და გამარჯვების გოლიც შევაგდეთ .
- ალბათ , ეს გოლი შენს კარიერაში ერთ - ერთი მნიშვნელოვანია . როგორ გაიხსენებდი იმ ეპიზოდს ?
- როცა ასეთ თამაშში გადამწყვეტ ბურთს შეაგდებ , ეს რა თქმა უნდა , ფეხბურთელისთვის უზომოდ სასიხარულოა . გუნდისთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა , გამარჯვების გოლს მე გავიტანდი თუ მეკარე სომხიშვილი ... როგორც მახსოვს , მარჯვნიდან თოდუამ მაღალი ბურთი ჩამიწოდა . ყველაზე მაღლა ავხტი , მცველებს დავასწარი და თავით გავიტანე . მინდა , ეს გოლი ჩემს ოჯახს და ზესტაფონელ გულშემატკივრებს მივუძღვნა .
- სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში , ალბათ , " ზესტაფონისთვის " დამატებითი სტიმული იყო ?
- გადაჭედილმა ტრიბუნებმა დამატებითი ენერგია შეგვმატა და გამარჯვებისთვის განგვაწყო . ჩვენ უფლება არ გვქონდა , ქომაგებისთვის იმედები გაგვეცრუებინა . ამდენი გულშემატკივარი ხომ , საქართველოში ზესტაფონის გარდა , არსად დადის . იმედი მაქვს , რომ ზესტაფონელ ქომაგებს კიდევ არაერთხელ გავახარებთ .
- ფინალში გასვლისთვის სოლიდურ პრემიასაც მიიღებდით ?
- ამ კონკრეტულ თამაშზე პრემია არ იყო დაწესებული . პრემიას თასის აღების შემთხვევაში მივიღებთ .
- შეხვედრას საქართველოს ნაკრების თავკაცი ალენ ჟირესიც ესწრებოდა . ალბათ , ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო ...
- ყველა მონდომებულები ვიყავით . ნაკრების თავკაცმა საინტერესო თამაში იხილა და შესაძლოა , სანაკრებოდ ვინმე შეარჩია კიდეც .
- თასის ფინალში , თქვენი მეტოქე " ლოკომოტივი " იქნება . რკინიგზელების შესახებ რას იტყოდი ?
- ძალიან კარგი გუნდია და მასთან დიდი ბრძოლა მოგვიწევს , მაგრამ რადგანაც ფინალში გავედით , ყველა ღონეს ვიხმართ , რომ თასი ზესტაფონში ჩამოვიტანოთ .
- ჩემპიონატში რა მიზნები გაქვთ ?
- ჩვენი უპირველესი მიზანი თასის აღებაა , თუმცა , ჩემპიონატსაც სერიოზულად მოვეკიდებით .
- მომავალ ტურში თბილისის " დინამოს " ხვდებით , მოასწრებთ ამ შეხვედრისთვის ძალების აღდგენას ?
- გაფრთხილებების გამო " დინამოსთან " ვერ ვითამაშებ ... გუნდი ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და ამ მხრივ პრობლემები არ შეგვექმნება . მინდა ვისარგებლო შემთხვევით და " ზესტაფონის " ფიზმომზადების მწვრთნელ ალექსანდრე ალექსეევს მადლობა გადავუხადო . ამ კაცმა ისეთ ფორმაში შეგვიყვანა , რომ გაოგნებული ვარ . მისი წყალობით , საკუთარი თავის ვირწმუნე . ფიზიკურად საკმაოდ სუსტად ვიყავი , ახლა კი ფსტაფონის " დატოვებას აპირებდი . შემდეგ გუნდი ისე ათამაშდა , რომ ალბათ , იქ დარჩენას არც ნანობ ?
- " ზესტაფონმა " მოკლე დროში საოცარი პროგრესი განიცადა . მართალია , ბევრი ფეხბურთელი დაგვემატა , მაგრამ გუნდი თუ ასე აეწყობოდა , არ მეგონა . თემურ მახარაძემ ეს მოახერხა და შედეგიც სახეზეა . ზესტაფონში თავს მშვენივრად ვგრძნობ და თუკი გუნდის მესვეურები ჩემს სამსახურს მომავალ სეზონშიც ისურვებენ , საწინააღმდეგო არაფერი მექნება . |