გრიგოლ ჭანტურიას ახალი კონტრაქტი .
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა გრიგოლ ჭანტურიამ კლუბთან თანამშრომლობა კვლავაც გაახანგრძლივა. მან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გრიგოლ ჭანტურიამ, რომელსაც აქამდე ძალიან ბევრ სხვადასხვა კლუბში უასპარეზია და რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევრო-2008 შესარჩევი ტურნირის მატჩებში ასპარეზობით - ტორსხავნში ფარერის კუნძულებისა და თბილისში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა, ფრანგთა წინააღმდეგ.
გრიგოლ ჭანტურია ნამდვილად გამორჩეულია ეროვნულ ჩემპიონატშიც. ის გარემოება, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ს პირველი წრის შემდეგ საკუთარ კარში მიღებული აქვს მხოლოდ 3 ბურთი ( სამივე მხოლოდ ერთ, გასვლით მატჩში ”ვიტ-ჯორჯია”- სთან ), რაც ყველაზე ცოტაა უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის, დიდწილად სწორედ ზესტაფონელთა გოლკიპერის დამაჯერებელი ასპარეზობის დამსახურებაა. სხვათაშორის, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში გრიგოლ ჭანტურიას ”მშრალი” სერია უკვე შეადგენს 810 წუთს (9 მატჩი) და კვლავაც გრძელდება...
ქვემოთ მოყვანილია მცირე ინფორმაცია გრიგოლ ჭანტურიას და მისი სპორტული ბიოგრაფიის შესახებ:
|
|
|
|
|
185 სმ |
|
|
|
”დილა”-1991-1992, ”შევარდენი-1906”-1993, ”სამტრედია” - 1994 -1996, ”ლოკომოტივი”-1997,2005,”ტორპეტო”(ქუთაისი)-1998-2000,2002-2003, ”დინამო”(ბათუმი)-2001-2002, ”ტავრია”(სიფეროპოლი უკრაინა)-2003-2005, ”ზაკარპატიე” (უკრაინა) -2005, ”ზესტაფონი” - 2006-2007. |
|