17.08.2006

ზესტაფონელები ფარერის კუნძულებზე...

 

სტარტი აიღო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სასტარტო მატჩი გამართა სტუმრად ფარერის კუნძულების გუნდთან და მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება ანგარიშით 6-0.

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი” ეროვნულ ნაკრებში წარმოდგენილი იყო ორი ფეხბურთელით. კერძოდ, ეროვნული ნაკრების ფერებს იცავდნენ მეკარე გრიგოლ ჭანტურია და უბერებელი თავდამსხმელი ზურაბ იონანიძე. ფარერებთან მატჩში ზურა სათადარიგოებს შორის იმყოფებოდა, ხოლო ზესტაფონელთა გოლკიპერი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. უნდა ითქვას, რომ გიამ ნამდვილად ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გაამართლა ნაკრების ხელმძღვანელთა ნდობა და ” მშრალად ” შეინახა ეროვნული ნაკრების კარი.

საინტერესოა ის გარემოებაც. რომ გრიგოლ ჭანტურია გახლავთ საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი”-ს მეორე (გიორგი განუგრავას შემდეგ ) ფეხბურთელი, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩში.

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005