22.11.2006

”ზესტაფონი” - ”ამერი” 4-1!

 2006 წლის 22 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XVII-ე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონი”შინ მასპინძლობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერს, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში დღემდე დაუმარცხებელ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ამერ”-ს.

მატჩის ბედი გაირკვა პირველივე ტაიმის მე-16-ე წუთისათვის, ამ დროისთვის მასპინძლები იგებდნენ ანგარიშით 4-0. ანგარიში მატჩის მე-2-ე წუთზე ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟილვან გომეს ვიეირამ გახსნა, გოგი ფიფიამ მე-9-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა, სტუმართა რბევა მე-14-ე და მე-16-ე წუთებზე კი ზურაბ იონანიძემ დაასრულა.

ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, 31- ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოზე: ს.კ. ”ზესტაფონი” (22.11.2006წ.); დგანან - იონანიძე, ნ. კვასხვაძე, საჯაია, განუგრავა, თოდუა, ჭანტურია;

პირველ რიგში : ფიფია,ჭელიძე, ჩხეტიანი, ვიეირა, ღონღაძე.

სატურნირო მდგომარეობა ”ა” ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ:

გუნდი

ბურთები

1

ზესტაფონი

5

3

1

1

11-3

10

2

ამერი

5

3

1

1

9-5

10

3

კახეთი

5

2

1

2

7-8

7

4

სპარტაკი

5

0

1

4

0-11

1

 

22/11/2006-"ზესტაფონი" - ”ამერი” 4-1

დაწვრილებით

 

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005