2 მაის ს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები. ს.კ. ”ზესტაფონ”-მა დაამარცხა თბილისის ”ვიტ-ჯორჯია” ანგარიშით 3-1. უნდა აღინიშნოს ის , რომ ანგარიში გახსნეს სტუმრებამ . ეს მოხდა მატჩის მეშვიდე წუთზე. თუმცა ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შესძლეს არამარტო ანგარიშის გათანაბრება ( იონანიძე, 22) , არამედ მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა კიდევ ორჯერ დალაშქრეს მეტოქეთა კარი (ბენაშვილი, ღონღაძე).
საქართველოს ეროვნული თასის ფინალური მატჩი გაიმართება ქალაქ თბილისში ”მიხეილ მესხი”-ს სახელობის სტადიონზე მიმდინარე წლის13 მაისს. მატჩის დასაწყისი 20:00 საათზე. ს.კ. ”ზესტაფონ”-ს დაუპირისპირდება თბილისის ”ამერი”, რომელმაც დაამარცხა განმეორებით შეხვედრაში ბოლნისის ”სიონი” ანგარიშით 1-0