2006 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი , მე-13-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომ”-ს და დაამარცხა იგი ანაგარიშით 4-0.
პირველი ორი ბურთი სტუმართა კარში გაიტანეს გიორგი ჭელიძემ (მე-14 წუთი) და შალვა ღონღაძემ (მე-19 წუთი) აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემების ავტორი გახლდათ ს.კ. ”ზესტაფონი”-ს ბრაზილიელი ლეგიონერი ჟილვან გომეს ვიეირა . მე-40-ე წუთზე გიორგი განუგრავას ბრწყინვალე გადაცემას მოჰყვა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს გოლეოდორის ზურაბ იონანიძის მესამე ბურთი ბორჯომელთა კარში, მანვე მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში (59 წუთი) ნიკოლოზ კვასხვაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია.
საქართველოს XVIII-ე ჩემპიონატი , სატურნირო მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ