15.01.2007

სიახლეები საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში ...

 

2007 წლის 11 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა დაასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების საგაზაფხულო ნაწილისათვის მომზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული შეკრება დაბა ბაკურიანში. მომზადების მეორე ეტაპის დასკვნითი, მეორე შეკრების გავლა დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 იანვრიდან თბილისში, ხოლო ამის შემდეგ დაგეგმილია უცხოეთში გამგზავრება.

ამავდროულად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში კვლავაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გუნდის გასაძლიერებლად - ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ფეხბურთელმა, უნივერსალმა როინ ონიანმა. როინ ონიანი, რომელიც აქამდე მრავალი ქართული კლუბის ფერებს იცავდა და გახლავთ 2005 წლის საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს ( ქვემოთ მოყვანილია მცირე ინფორმაცია როინ ონიანისა და მისი სპორტული ბიოგრაფიის შესახებ).

 

 

 

 

 

 

არანაკლებმნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კლუბთან თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა გუნდის ერთ-ერთმა სახემ და კაპიტანმა კახაბერ ჩხეტიანმა.

 

 

მცველი

14/06/1975

181 სმ

78 კგ

”ოლიმპია” - 1996 - 1997; ”კოლხეთი” (ხობი) - 1997 - 2000; ”ლოკომოტივი” (თბილისი) -2000, 2001-2005; ”სიონი” - 2004; ”დინამო” (ბათუმი) - 2006; ”ოლიმპი” (რუსთავი) -2006; ”ზესტაფონი” - 2007

ნახევარმცველი

24/02/1978

172 სმ
70 კგ

” სამგურალი ” ( წყალტუბო ) -1994 - 1995; ”ტორპედო” (ქუთაისი) - 1995 - 2001; ” დებრეცენი ” ( უნგრეთი ) - 2001 - 2003; ” პეჩი ” ( უნგრეთი ) - 2003; ” ტავრია ” ( სიმფეროპოლი , უკრაინა ) - 2003- 2004; ” ზესტაფონი ” - 2005-2007

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005