2006 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გასვლით მატჩს ატარებდა სტუმრად, ქუთაისელ მეზობლებთან.
მატჩს დაესწრო 2 ათასამდე გულშემატკივარი. ორივე გუნდის ქომაგები, რომლებიც თითქმის თანაბარი რაოდენობით იყვნენ შეკრებილნი ქუთაისის ცენტრალური არენის ტრიბუნებზე, მხურვალედ უჭერდნენ მხარს თავის საყვარელ გუნდებს. მატჩი არცთუ სანახაობრივი, თუმცა ძალიან დაძაბული გამოდგა. სტუმრები, ზესტაფონელი ფეხბურთელები, ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას და შეხვედრის 75-ე წუთზე გოგი ფიფიას მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.