8 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩები. ბოლნისში ადგილობრივი ”სიონი”-სა და თბილისური ”ამერი”-ს მატჩი დასრულდა უგოლოდ- 0-0. მცხეთაში კი ს.კ. ”ზესტაფონ”-მა დაამარცხა ადგილობრივი ”ვიტ-ჯორჯია” ანგარიშით 2-1. უნდა აღინიშნოს ის , რომ ანგარიში გახსნეს მასპინძლებმა . ეს მოხდა მატჩის მეცხრამეტე წუთზე- ლამაზი თავური დარტყმით კვახაძემ გადაგზავნა ბურთი ჭანტურიას კარის ბადეში. თუმცა ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შესძლეს არამარტო ანგარიშის გათანაბრება ( ძამსაშვილი,45) , არამედ მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. გამარჯვების ბურთი შეხვედრის 90-ე წუთზე გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა ბექა გოცირიძემ, რითაც უზომოდ გაახარა ”არმაზი”-ს სტადიონზე მრავლად მყოფი ზესტაფონელი გულშემატკივრები.
საპასუხო მატჩები გაიმართება მიმდინარე წლის 2 მაისს.