ილია კოკაია (”მთავარი სპორტი”)

მას შემდეგ , რაც იასონ კვირკველიამ მოედანზე პირველი ქართული გუნდი გაიყვანა , ჩვენი ფეხბურთი რამდენიმე წყაროთი საზრდოობდა . 1990 წლის შემდეგ , აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბარაქიანი " ონკანი " ჩაიკეტა , გაჭირვებამ სამეგრელოს სიმძლავრეებიც შეაფერხა და დავრჩით ორიოდე ქალაქის იმედად . უკვე ერთი წელია , ფიფას ყოფილი აგენტი ილია კოკაია საფეხბურთო ცენტრად ზესტაფონის გადაქცევას ცდილობს

თანამედროვე სტადიონისა და 21- ე საუკუნეში კლუბის ნორმალური არსებობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც ამაზე მიუთითებს . ზესტაფონელები ამაყობენ , რომ ახლახან დასრულებული სამუშაოების შედეგად , საქართველოში საუკეთესო ბალახის საფარიანი სტადიონი მათ ქალაქშია .

თუმცა , არსებობს კითხვები , რომელიც " ზესტაფონთან " დაკავშირებით ჩნდება . შუზღუდული დროის გამო , ყველა მათგანის დასმა ვერ მოვახერხეთ იმერელთა პრეზიდენტ ილია კოკაიასთან , თუმცა , ვფიქრობთ , მან ბევრი საინტერესო და თითქმის ამომწურავი პასუხით ინტერვიუ საინტერესო გახადა ...

- ბატონო ილია, ჩემპიონატის დასაწყისში "ზესტაფონის" წარმომადგენლების ნათქვამს, ჩემპიონობა არ გვურსო, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა, პირველმა წრემ ეკვატორი გადალახა და რეალურად მართლაც ასეთი სურათი გამოჩნდა. თუნდაც გამოცდილი მოთამაშეების ნაცვლად პატარა ბიჭების თამაში შემთხვევითი არ უნდა იყოს...

- ჩვენი მიზანი ნიჭირი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი გაზრდაა . ქართულ ფეხბურთს რაც დღეს სჭირდება , " ზესტაფონმა " სწორედ ის უნდა გააკეთოს . თქვენ ცდებით - წელს ჩემპიონობა მიზნად არ დაგვისახავს და ნამდვილად არ ვცდილობთ . დღეს საქართველოს ჩემპიონობას არცერთი გუნდისთვის აზრი არ აქვს . მე , მაგალითად , უეფას საგზურსაც დიდი სიამოვნებით დავთმობ , თუკი მოხდა სასწაული და " ზესტაფონი " სამეულშიც ვერ მოხვდა .

- მომავალზე ფიქრი მშვენიერია, თუმცა როგორ უყურებს "ფეროს" დირექტორატი ამას? რაც უნდა იყოს, დამფინანსებელი ყოველთვის შედეგს ითხოვს.

- "ფეროს" სამეთვალყურეო საბჭო არ ერევა გუნდის საქმიანობაში. ის მხოლოდ "ზესტაფონის" სპონსორია და დაინტერესებულია მისი განვითარებით. სტრატეგია კი უკვე მთლიანად გუნდის შესარჩევია.

- მარტივად რომ ვთქვათ , ორი საკლუბო სტრატეგია არსებობს - " რეალის ", " ანუ შემსყიდველის და " აიაქსის ", ანუ ტალანტების გამზრდელის . თქვენი საუბრიდან გამომდინარე , " ზესტაფონი " ჰოლანდიურ გზას ირჩევს .

- რა თქმა უნდა , ჩვენ " აიაქსის " გზა ავირჩიეთ . ტალანტები გვყავს , მაგრამ მას ვერ ვზრდით და ესაა საწყენი .

- უახლოეს ხუთ წელიწადში რეალურია ქართველთა სატრანსფერო ბაზრის, "ალანიის", "ხიმკისა" და მსგავსთა ევროპული გუნდებით ჩანაცვლება?

- თუკი მოთმინება გვეყოფა და ამ ბავშვებს დავაცლით გაზრდას , შესაძლებლად მიმაჩნია . ჩვენ , უპირველესად , ინფრასტრუქტურის გაკეთება დავიწყეთ , რადგან ნორმალური მოედნების , სტადიონების , აღდგენითი ცენტრებისადა პირობების გარეშე , ბავშვების გაზრდა წარმოუდგენელია . საქართველოში ჰოკეის ვერ განავითარებ , მთელი ნჰლ - იც რომ ჩამოიყვანო . ფეხბურთის განვითარება კი შეიძლება , მაგრამ ინფრასტრუქტურა ხელს არ გვიწყობს . აბა , მითხარით , რაში მჭირდება ფული ჩავყარო ჩემპიონობაში , გადაზრდილი მოთამაშეების შესყიდვაში ? გაცილებით უკეთეს და ქართული ფეხბურთისთვის სასურველ საქმედ ტალანტების გაზრდა მიმაჩნია . როდესაც ისინი საქართველოს ჩემპიონატში 3-4 წელი ითამაშებენ , მათ ის პირობები უნდა შევუქმნათ , რომ არ წავიდნენ . სხვაგვარად , ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ შეინარჩუნებ . საამისოდ არსებობს ორი ბერკეტი - პირობები და კონტრაქტი . ნებისმიერი ამჯობინებს " ხიმკიში " 10 ათასი დოლარის აღებას საქართველოში 3- ჯერ ნაკლები მიიღოს და სტაბილურად ითამაშოს .

- ჯაბა კანკავას ჩამოყვანა გსურდათ. მართალია თუ არა, თითქოს "ხიმკიდან" გოგიტა გოგუას გამოხსნაც გსურთ?

- ორივე მათგანს სიამოვნებით დავიმატებდით , მაგრამ მარტო ჩვენი სურვილი საკმარისი არაა . თუკი მოთამაშეს ჩამოსვლა არ სურს , კლუბთან შეთანხმება აზრს კარგავს .

- კანკავას არ სურდა ჩამოსვლა?

- თავიდან სურდა, მერე რა მოხდა, მიჭირს ამის თქმა. ეტყობა, "ალანიის" მწვრთნელ შუმის გათავისუფლების შემდეგ, ჯაბას ძირითადში მოხვედრის შანსი გაუჩნდა. თორემ, კანკავას ჩამოსვლას წინ აღარაფერი დაუდგებოდა.

- მახარაძე მართლა გადადგა ?

- თემურმა გვთხოვა , ცოტა ხნით დამასვენეთო . პრობლემა ისაა , რომ თემური აქამდე სულ სხვა მიმართულების მქონე გუნდებში მუშაობდა , ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას სთხოვდნენ და ეს ძალიან კარგადაც გამოსდიოდა . " ზესტაფონში " სხვა ტალღაზე გადაერთო , ჩვენ ნიჭიერი ბავშვების გაზრდა გვსურს , რაც მას წლების წინ არანაკლები წარმატებით გამოსდიოდა და ახლაც მოეწონა ჩანაფიქრი . მეცინება , სული მაინც წასძლევს და ვეტერანებს ენდობა , მაგრამ მასზე უარი როგორ უნდა ვთქვა და არ დავაფასო ? საქართველო ძლიერი სპეციალისტებით მდიდარი არაა და ასე იოლად მახარაძესთან განშორებას არ ვაპირებ , რადგამ მას ძალიან დიდ პატივს ვცემ .

- ანუ ჟორჟიკაშვილი მთავარი მწვრთნელი არ გახდება?

- კობას დღეს აბარია ორი ნაკრები , " ზესტაფონის " რეზერვი და მალე საფეხბურთო სკოლასაც ჩავაბარებთ . კიდევ ერთი ტვირთის აკიდება მისთვის მეტისმეტი იქნება . მაქსიმუმ ერთი თვე თუ დაისვენებს მახარაძე და ისევ დაგვიბრუნდება .

- პაუზისას გუნდი ვიღაცამ ხომ უნდა ავარჯიშოს?

- ასეთ შემთხვევაში , ალბათ , დახმარებას ისევ დარსაძეს ვთხოვთ . ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავთ . გაზაევი ასე მუშაობდა და სიომინსაც პარალელურად " ლოკომოტივის " ვარჯიში სურდა .

- ზესტაფონში მოედნის ჩინებული საფარი დაიგო. თუმცა, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დასამთავრებელია. უახლოეს გეგმებში რა გაქვთ გათვალისწინებული?

- "ზესტაფონის" სტადიონი აუცილებლად უნდა იყოს ის არენა, სადაც ევროპული დონის მატჩები გაიმართება.

- შეიძლება სტადიონი " უემბლის " დონისაც აშენდეს , მაგრამ თუკი მაღალი კლასის სასტუმრო იმერეთში არ აშენდება , ქუთაისის " ტორპედოს " დარი პრობლემები შეგექმნებათ და ვთქვათ , სანაკრებო მატჩებს ზესტაფონში ვერ ჩაატარებთ .

- ამაზე ჩვენც ვფიქრობთ , მაგრამ სასტუმროს პრობლემის მოხსნა მხოლოდ გუნდის სატკივარი არ უნდა იყოს . სირცხვილია , ქუთაისსა და მთელ იმერეთში ერთი ნორმალური სასტუმრო რომ არ არის .

სხვათა შორის, საინტერესო ამბავია და ეს საზოგადოებისთვის თქვენი გაზეთიდან გახდება ცნობილი: კალაძემ, კობიაშვილმა და ბევრმა მოთამაშემ გამოხატა სურვილი, იორდანიის ნაკრებისთვის ზესტაფონში გვემასპინძლა. თუმცა სად მოვათავსოთ სტუმრები, არ ვიცით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა პერიფერიაში. მაგალითად, ბოლნისში ახალგაზრდული ნაკრების თამაში ძალიან სასურველად მიმაჩნია და იმედია, საკითხი ასეც გადაწყდება. ზესტაფონის სტადიონის გაზონი ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, საერთაშორისო მატჩების ჩატარების პრობლემა რომ არ შეგვექმნას.

- ტრიბუნა რამდენ მაყურებელს დაიტევს?

- ჯერ 5- ათასიანს ავაშენებთ , საბოლოოდ კი 10- ათასიანი ტრიბუნის აშენებას ვგეგმავთ .

- ლიცენზირების სისტემა უეფამ გაამკაცრა. სამი ასაკობრივი გუნდი თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ. საფეხბურთო სკოლა კი ჯერაც არ გაგაჩნიათ.

- სამწუხაროდ , ასეა და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ .

- "თბილისი"-"ზესტაფონის" დაპირისპირება წარსულს ჩაბარდა და ქართული ანდაზის არ იყოს, ზოგი ჭირი მართლაც მარგებელი აღმოჩნდა, ანუ ამ ორი კლუბის მეპატრონეები ერთმანეთს დაუახლოვდით. არის ხმები, თითქოს თქვენი ურთიერთობა პარტნიორობაშიც გადაიზარდა და "ზესტაფონმა" "თბილისის" საფეხბურთო სკოლის აქციები შეიძინა.

- არ შეგვისყიდია , მაგრამ ამ სკოლის დიდი ინტერესი გვაქვს . " თბილისის " მეპატრონეებმა ქართული ფეხბურთისთვის იმხელა საქმე გააკეთეს , რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში , არც ერთ ქართველ მოღვაწეს რა გაუკეთებია . " ოლიმპი " ბრწყინვალე საფეხბურთო სკოლაა და მისი დაკარგვა ყოვლად მიუღებელი იყო . ყველანაირ ღონეს ვიხმარ , რომ ნიჭიერი ბავშვები გაზრდის ეს კერა შევინარჩუნოთ . ეს რა ფორმით მოხერხდება , კლუბების გაერთიანებით , სკოლის შესყიდვით , თუ სხვაგვარად , ძნელი სათქმელია . მთავარია , " ოლიმპმა " იარსებოს . ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ , მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია .

- სხვადასხვა პერიოდში, ტირასპოლის "შერიფისა" და ლვოვის "კარპატის" მენეჯერი ბრძანდებოდით. თქვენი ძველი კავშირებით "ზესტაფონს" ამხანაგური მატჩების ჩატარება, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ.

- ეს პრობლემას არ წარმოადგენს . თუმცა " შერიფს " განვითარების სხვა გზას აქვს .

- ბოლოს საკამათოდ ქცეულ თემაზეც გკითხავთ. ფოთის "კოლხეთი" ძარიას წამოყვანით აღშფოთებულია.

- დავიღალე უკვე ამაზე საუბრით . არის კონტრაქტი , რომლითაც მოთამაშე კლუბს ეკუთვნის . ამ ხალხმა უნდა გაიგოს , რომ არსებობს იურიდიული საკითხები და პირველ რიგში ის არის მოსაგვარებელი . მე დღეს ფედერაციას ულტიმატუმი წავუყენე . გთხოვთ მომეცით იმ მოთამაშეების სია , რომელშიც კომპენსაცია უნდა გადავიხადო - მეთქი . თუმცა , კონტრაქტი თუ არ ჰქონდა მოთამაშეს გუნდთან , რომელ სიას გადმომცემენ ? ალეკო კოშკაძე " ზესტფონში " ორი თვე ვარჯიშობდა , მოემზადა და უცებ " ამერში " გადავიდა , რადგან ჩვენთან კონტრაქტი არ ჰქონდა . დააშავა ამ ბიჭმა რამე ? ჩვეულებრივი ამბავია , როდესაც ფეხბურთელი შენთან ვარჯიშობს და შემდეგ სხვაგან მიდის , არ უნდა გაგიკვირდეს . თუკი კლუბები საკონტრაქტო სისტემას მოაწესრიგებენ , პრეტენზიები აღარ გაუჩნდებათ . არ ვაპირებ არც ერთ კლუბთან მოლაპარაკებას , თუკი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია - ეს მიღებული წესია . და თუ ფეხბურთელი დამჭირდება , აგენტს მივმართავ და არა კლუბს .

- რა სახის საკანონმდებლო პრობლემას წააწყდით ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ?

- დიდი პრობლემებია . ყველაფერს თავი რომ დავანებოთ , გაზონის ჩამოტანის საბაჟოზე 35 პროცენტია გადასახდელი . საერთოდაც , ბევრი კანონია მისაღები , ბიზნესმენისთვის ფეხბურთში ფულის დაბანდება მიმზიდველი რომ იყოს . თორემ , დღემდე ჩვენთან ფეხბურთი ბიზნესი არაა .

- აბა, რა არის?

- აქ არის გადაყრილი ფული . ან ძალიან უნდა გიყვარდეს ფეხბურთი , ან ძალიან დიდი ფული უნდა გქონდეს .

- თქვენ ფულს წყალში ყრით?

- მე არ ვყრი .

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005
="#412F92">   
FC ZESTAFONI © 2005