როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ გაიტანა ზესტაფონელთა საიუბილეო, მეასე გოლი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში.
თელავში გამართული შეხვედრა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-სათვის გახლდათ 78-ე ეროვნულ ჩემპიონატებში. სადებიუტო სეზონში (2004-05 წ.) გუნდმა 38-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დარაჯთა დამწუხრება, 2005-2006 წ. სეზონში ეს ციფრი 44 -მდე გაიზარდა, მიმდინარე სეზონში კი ზესტაფონელთა აქტივში სადღეისოდ 18 ბურთია.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში განთავსებულია ინფორმაცია ყველა იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელთაც გამოუჩენიათ თავი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მაისურით ასპარეზობისას.