თემურ მახარაძე : ვისაც რა უნდა , ის თქვას
თემურ მახარაძე თავის სტიქიაშია . მან კიდევ ერთხელ მოახერხა არაფრისგან გუნდის ჩამოყალიბება . 50 წლის სპეციალისტის დანიშვნამდე , "ზესტაფონი " გუნდი არ იყო , უფრო მის იმიტაციას ჰგავდა .
ლიგიდან გავარდნის ალალი კანდიდატიც გახლდათ , მაგრამ მიიწვიეს მახარაძე და დაიწყო საოცრებები :
აუტსაიდერმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ლიდერები , " ლოკომოტივი ", " ტორპედო ", თასიდან გამოაგდო " დინამო " და შაბათს , გია გეგუჩაძის სამწყსოს უკვე ეროვნული პირველობის მატჩში გააწნა სილა .
მახარაძის " ზესტაფონმა " ახლა ისეთი ტემპით დაიწყო წინსვლა , სეზონის დასასრულს ყოფილი აუტსაიდერის წარმატებულებში გამოჩენა , სულაც არ იქნება წარმოუდგენელი .
ამის ტექნოლოგია თემურ მახარაძემ ყველაზე უკეთ იცის . თუკი დღეს , კვალიფიციურ მწვრთნელთა დეფიციტის ფონზე , მისი კვალიფიკაცია ვინმეს მაინც აეჭვებს , ეს მათ სიბრმავეს უნდა მივაწეროთ . ყოველ შემთხვევაში , " ზესტაფონის " მწვრთნელის შედეგიანობა თვალსაჩინოა .
მახარაძე , თურმე , მსაჯებს ყიდულობს და ასე იგებს მატჩებს . თუკი მართლა ასეა , მაშინ სხვების ნაყიდ არბიტრებს რატომ არ მოაქვთ ქულები , საკითხავი ესაა . " დინამოსთან " " ზესტაფონმა " დამსახურებულად მოიგო და ამ შემთხვევაში მაინც ვერავინ დაადებდა ხელს შავფორმიანებს . ... თემურ მახარაძეს ამ შეხვედრის შემდეგ ვესაუბრეთ და იმერული კლუბის მწვრთნელმა , უპირველესად , სწორედ მსაჯობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება :
- მგონი , დღეს ყველამ ცხადად დაინახა , მსაჯები როგორც " გვეხმარებიან ". უკვე მოსაბეზრებელია ამ თემაზე საუბარი . ეს , ალბათ , ვიღაც - ვიღაცების საყვარელი თემაა , თუმცა , მსაჯები არაფერ შუაში არიან . ვშრომობთ , ბიჭები მონდომებულები არიან და წარმატებაც ამის შედეგია . ეგაა , რომ ამ ყველაფერს დანახვა სჭირდება .
- აშკარაა , რომ თქვენ ნახევარდაცვაში მუშა ფეხბურთელებს ანიჭებთ უპირატესობას . " დინამოს " მშვენიერი თამაშით მოუგეთ .
- რა თქმა უნდა , ნახევარდაცვა კარგად გამოიყურებოდა . ამასთანავე , შუა ხაზში არსებული რიცხობრივი უპირატესობაც გამოვიყენეთ . ვიცოდით , რომ " დინამო " შემტევ ფეხბურთს ითამაშებდა და შესაბამისი კონტრტაქტიკით დავუპირისპირდით . მართალია , გარკვეულ მომენტში ძალიან გაგვიჭირდა , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ . ჩემთვის უფრო საყურადღებო მაინც ის იყო , რომ მოთამაშეებისთვის , ეს დღე ფსიქოლოგიურად მეტად მნიშვნელოვანი გარდატეხის ეტაპი იქნება .
- ზოგჯერ დაუჯერებელიც არის ის შედეგები , რასაც თქვენ აღწევთ .
- მე კი მჯერა და ვიცი , რასაც ვაკეთებ .
- ამის მიუხედავად , თქვენს წინააღმდეგ მუდამ ისმის ჭორები , მითქმა - მოთქმა . რას გერჩიან ?
- ფეხბურთში მთავარი შედეგია . აქედან გამომდინარე ვისაუბროთ .
- სადაც გიმუშავიათ , ყველგან გუნდის ჩამოყალიბებას დაცვიდან იწყებდით . ამ კუთხით , " ზესტაფონში " მდგომარეობა გაკმაყოფილებთ ?
- აქ მარტო დაცვა კი არა , მთლიანად გუნდი აეწყო . მთავარია , შეტევითი პოტენციალი გავაუმჯობესოთ , რაც ფეხბურთში ბევრს ნიშნავს . საერთოდ კი უმნიშვნელოვანესია დაბალანსება . სხვაგვარად , გუნდი ვერ ჩამოყალიბდება .
- გუნდის მშენებლობა ბოლომდე არსად დაგცალდათ . რას ამჩნევთ , " ზესტაფონში " ამის საშუალება მოგეცემათ ?
- რა ვიცი , იმედი კი მაქვს . ძალიან სწრაფად კეთდება შედეგი და ესაა ჩემი ყველაზე დიდი მტერი .
- თქვენც შედეგი ნელ - ნელა აჩვენეთ .
- არ ვიცი , ეს როგორ შეიძლება . საქმეს გ> - შეიძლება , მაგრამ რატომ , არ ვიცი . თანაც , კაცი უმტროდ არც ვარგა .
- ვითომ წელს სამეულში მოხვდებით ?
- ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა .
- თქვენ სულ ასე იძახით და ლიდერებში კი ხვდებით .
- რა ვქნა , ასეა და ... თასისთვისაც ვიბრძოლებთ . ეს უფრო რეალურია , რადგან " ზესტაფონი " უკვე ნახევარფინალშია . |