08.07.2006 - 22.07.2006

მომზადება გერმანიაში.


8 ივლისს საფებურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი  გაემგზავრა გერმანიაში, სადაც გაივლის ახალი, 2006-2007 წლების სეზონისათვის მზადების დასკვნით, მესამე ეტაპს. გუნდი დაბინავდა ქალაქ ფრანკფურტის გარეუბან გრიუნბერგში, სადაც მზადებისა და ვარჯიშისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.   დაგეგმილია რამოდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვა.

10/07/2006-”ზესტაფონი”- ”აინტრახტი”U-23(ფრანკფურტი,გერმანია) 2-2

ს.კ."ზესტაფონი"- ს სასტარტო შემადგენლობა :
ჭანტურია, ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი, ძამსაშვილი, ნოზაძე, ჭელიძე, თურმგამოვიდა შემდეგი შემადგენლობა: თევდორაძე, გავაშელაშვილი, ფარულავა, პანოვი, გელაჭეიშვილი, ნ.კვასხვაძე, ხიდეშელი, ძარია, ბენაშვილი, გოცირიძე, იმედაძე.

გოლები: იონანიძე (15, 1-0), იმედაძე (89, 2-2)

პირველი ტაიმი მიმდინარეობდა ზესტაფონელთა სრული უპირატესობით. სწორედ ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის დებიუტშივე (15 წუთი) შესძლეს შეხვედრაში ანგარიშის გახსნაც - გიორგი განუგრავას ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ფლანგიდან ბექა ნოზაძემ ჩააწოდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი უბერებელმა ზურაბ იონანიძემ იყოჩაღა და ეფექტური თავური დარტყმით ბურთს ადგილი მიუჩინა ახალგაზრდა ფრანქფურტელთა კარის ბადეში.

ზესტაფონელი ფეხბურთელები ამის შემდეგაც ფლობდნენ თამაშის სადავეებს და არაერთგზის შეეძლოთ ანგარიშის გაზრდაც. ხელსაყრელი მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს ზურა ძამსაშვილმა, გიორგი თურმანიძემ და ორჯერ გიორგი ჭელიძემ.

მატჩის მეორე ნახევრის საწყისი წუთებიდან ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა მოედანზე აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა ამან მატჩის მიმდინარეობაზე ზეგავლენა არ იქონია - მხოლოდ ბექა გოცირიძეს სამჯერ მაინც შეეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა, გარდა ამისა ძალიან სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენა ალექსი ბენაშვილმაც. შედეგად, მატჩის 70-ე წუთზე ”აინტრახტი”-ს ფეხბურთელებმა შესძლეს ანგარიშის გათანაბრება. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ზესტაფონელი ფეხბურთელები კვლავ უტევდნენ. ერთ ეპიზოდში ბექა გოცირიძემ შესძლო ბურთის კარში გადაგზავნა, თუმცა კარის აღება თამაშგარე მდგომარეობის გამო არ იქნა დაფიქსირებული.

88-ე წუთზე ახალგაზრდა ფრანქფურტელებმა მოახერხეს შეხვედრაში მეორე კონტრშეტევის ორგანიზება, რომელიც მეორე გოლით დაასრულეს. თუმცა, ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველივე საპასუხო შეტევაში მათ შესძლეს ანგარიშის გათანაბრება - გოლი გრიგოლ იმედაძის ანგარიშზეა

 

13/07/2006 - ”ზესტაფონი”-”მეტალურგი” (დონეცკი, უკრაინა) 0-0

 

 

ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა :
ჭანტურია, ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი, ძამსაშვილი, ჭელიძე, (ნ.კვასხვაძე, 80), განუგრავა (ხიდეშელი, 75), ბჟალავა, ბენაშვილი (გავაშელაშვილი, 70), გოცირიძე (ძარია, 75; ფარულავა, 88), იონანიძე.

”მეტალურგი”-ს შემადგენლობა:

ვორობიოვი, ფერნანდესი, ჩეჩერი, მელნიკი, ვოლოვიკი, პოლიანსკი, კროიფი, დე ოლივეირა, რისტიჩი, ვოგი, დემეტრაძე.

შეცვლაზე შემოვიდნენ - ზეზე, ნე, პრიემოვი,ბანსე, მიტუ.

 

შეხვედრა ამხანაგური სტატუსის მიუხედავად ძალიან დაძაბული და მთელ რიგ ეპიზოდებში უხეშიც გამოდგა. მატჩი მიმდინარეობდა უკრაინელთა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობით, თუმცა ეს განპირობებული იყო ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბის დავალებით - ქართველმა ფეხბურთელებმა დაცვითი სტილი აირჩიეს.

უნდა აღინიშნოს ის გარემობაც, რომ ზესტაფონელებს მცირე ტრავმების გამო აკლდა ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი, კერძოდ: გიორგი თურმანიძე, ბექა ნოზაძე და გია იმედაძე. ამის მიუხედავად, ს.კ."ზესტაფონი"- ს ფეხბურთელებმა შეასრულეს მერაბ კოჭლაშვილის დავალება და მიაღწიეს საპატიო ფრეს ძალზედ ძლიერ მეტოქესთან შეხვედრაში.

 

საინტერესოა, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი და მისი ასისტენტები - რალფ მინგე და ჰაინც ტოპმიოლერი.

გერმანელი სპეციალისტები თვალს ადევნებდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა (გიორგი დემეტრაძე, ზურაბ იონანიძე, გრიგოლ ჭანტურია) ასპარეზობას.

 

 

16/07/2006 - ”ზესტაფონი”-”ბრაუნფელსი” (გერმანია) 2-1

 

 

ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა :

რ.კვასხვაძე (თევდორაძე, 46), ძამსაშვილი (ღონღაძე, 46), თოდუა, ფარულავა ,გელაჭეიშვილი (ჩხეტიანი, 46), გავაშელაშვილი, ხიდეშელი, ბენაშვილი( ბჟალავა, 35),ნ.კვასხვაძე, ნოზაძე, იმედაძე (გოცირიძე, 46)

16 ივლისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონ"-მა გამართა მორიგი ამხანაგური მატჩი. ამჯერად იმერელთა მეტოქე გახლდათ გერმანიის ობერლიგის (ესენის ზონა ) ბინადარი კლუბი ”ბრაუნფელსი” . შეხვედრა წარიმართა ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლის გამო შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის კარის აღება. სამაგიეროდ, იყოჩაღეს მასპინძლებმა და ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევის დროს მოახერხეს დაწინაურება - 1-0. ეს მოხდა მატჩის 24-ე წუთზე.

მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მოწინააღმდეგეზე. სახიფათო მომენტები მრავლად იქმნებოდა ”ბრაუნფელსი”-ს კართან - სახიფათო მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს გია იმედაძემ, მირზა ბჟალავამ, გიორგი ხიდეშელმა და ა.შ.

თუმცა , ზესტაფონელთა სათამაშო კლასმა და მონდომებამ მაინც გამოიღო შედეგი - 50-ე წუთზე გუნდში გასინჯვაზე მყოფმა ნიკა კვასხვაძემ გაათანაბრა ანგარიში, 85-ე წუთზე კი ბექა გოცირიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა გერმანელთა კარში.

 

 

18/07/2006 - ”ზესტაფონი”- ”ბაუნატალი” (გერმანია) 1-0

 

 

ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა : ჭანტურია, ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი, ხიდეშელი , ნოზაძე (ბენაშვილი, 60), ჭელიძე (ნ.კვასხვაძე , 60), თურმანიძე, ბჟალავა (გავაშელაშვილი, 60), გოცირიძე, იონანიძე (ჯანელიძე, 81).

გოლი: გოცირიძე (51, 1-0)

ამხანაგური შეხვედრა გერმანიის ობერლიგის (ესენის ზონა ) გუნდ ”კსვ-ბაუნატალ”-თან გაიმართა ამავე კლუბის სტადიონზე 18 ივლისს. მატჩი მიმდინარეობდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონი"-ს ფეხბურთელთა უპირატესობით, თუმცა უნდა ითქვას , რომ ზესტაფონელებს კვლავაც ბევრი სამუშაო აქვთ საგოლე მომენტების რეალიზაციის საკითხზე - ქართველმა ფეხბურთელებმა, წინა სპარინგ-მატჩების მსგავსად, ვერ შესძლეს რამოდენიმე სახიფათო მომენტის გამოყენება. გერმანელთა კარში ერთადერთი გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, რომელმაც ლამაზ , მაღალ ნახტომში შესძლო ბურთის ”კსვ-ბაუნატალი”-ს ფეხბურთელთა კარის ბადეში გადაგზავნა გიორგი ჭელიძის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწედების შემდეგ.

 

22/07/2006 - ”ზესტაფონი”- პარაგვაის ახალგაზრდული ნაკრები 1-0

 

 

ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა : ჭანტურია (თევდორაძე, 75), ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი, ხიდეშელი (ფარულავა, 55) , ნოზაძე (ბენაშვილი, 75), ჭელიძე , თურმანიძე, ბჟალავა (გავაშელაშვილი, 75), გოცირიძე (ნ.კვასხვაძე ,75), იონანიძე .

გოლი : ბჟალავა , 23

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმატებული და ნაყოფიერი შეკრების გავლის შემდეგ , 2006 წლის 23 ივლისს ს.კ."ზესტაფონი"- ს პირველი გუნდი დაბრუნდა საქართველოში, სადაც გამართავს მეთვრამეტე ეროვნული ჩემპიონატისათვის მომზადების დასკვნით ეტაპს.

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005