”ზესტაფონი“ ნახევარფინალშია

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2004-05 წლების გათამაშების ბოლო - მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა.

სამშაბათს, ზესტაფონში გამართულ საქართველოს თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ადგილობრივმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა ბათუმის ”დინამო“ და რადგან ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, შემდგომ ეტაპზე ”ზესტაფონი“ გავიდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით კახა ჩხეტიანმა გაიტანა.

”ზესტაფონის“ გარდა, ნახევარფინალში თამაშის უფლება სამმა თბილისურმა გუნდმა - ”ვიტ ჯორჯიამ“, ”თბილისმა“ და ”ლოკომოტივმა“ მოიპოვა.

www.interet.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005