07.11.2006

ინტერვიუ ედიკ საჯაიასთან...

მეორე ნაკრები? პირდაპირ ეროვნულში დაბრუნმება მირჩევნია

 

 მოახერხებს თუ არა ”ზესტაფონი”-ს  მცველი ედიკ საჯაია ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას? ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება 18 წლის საჯაია ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს.  მაშინ მცველმა რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და მოსკოვის ”ტორბედო”-ში ჩაირიცხა.
სწორედ მაშინ აერია კარიერა. ნაცვლად იმისა, რომ უფრო და უფრო წინ წასულიყო და აღმავალი გზა გაეგრძელებინა, დიდი უძრაობის პერიოდი დაეწყო.
მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ანუ წელს თქვეს, რომ საჯაია საუკეთესო ფორმაშია და საქართველოს ნაკრებში გასინჯვაც შესაძლებელი გახდებაო. ეს რომ პროტექციონიზმში შენიშნულ ვიღაც მწვრთნელს ეთქვა, ყურიდან ყურში გავატარებდით. გამოცდილება გვაქვს.
ამჯერად სხვაგვარ შემთხვევასთან საქმე - საჯაია თემურ მახარაძემ შეაქო. მან კი ფეხბურთელის ფასი იცის და ”ათიანში”არტყამს.

ედიკ, ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელი ძალიან გემადლიერება და ეს არ იყო კონკურიენტ  ”სიონთან” გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის შედეგი, რომელშიც გოლი გაიტანე. მახარაძემ მანამდე გვესაუბრა.
 

    • მართლა ასე გითხრათ? მიხარია. მახარაძეს ფეხბურთელები არ ეშლება და რახან თქვა ... თუმცა, მე ჯერ კიდევ არ ვარ ისეთ ფორმაში, რომელსაც ჩემს თავს ვთხოვ.მოსამზადებელი ეტაპი  წელს არ გამივლია. იანვარში ამის საშუალება მომეცემა და მერე სხვა საქმეა. ძველ საჯაიას, უკეთესსაც გავახსენებ ხალხს. ესაა ჩემი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიო.
    •    ”ზესტაფონ”-ში შენი გამოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო. სეზონი ”ბორჯომში” დაიწყე და უცებ გუნდი შეიცვალე. რა მოხდა ასეთი?
    •   ”ბორჯომი” სეზონის დაწყებამდე, ფაქტობრივად, დაიშალა.  შარშანდელი ამბიციური გუნდიდან აღარაფერი დარჩა. წელს მხოლოდ ლიგაში დარჩენისთვის თუ იბრძოლებდა. ამ დროს ”ზესტაფონ”-ში მიმიწვიეს, გუნდი ჩემპიონობას უმიზნებდა და საფიქრალიც არაფერი იყო. მომენატრა ამბიციურ გუნდში თამაში.
    •   თუ არ ვცდები, სეზონის დაწყებამდე ”ტორბედო”-ში გადასვლაც შემოგთავაზეს...
    •   კი, იყო ასეთი ვარიანტი და ”ტორპედო”-ს მეპატრონესაც შევხვდი. ”ბორჯომი” მაშინ დაშლილი მეგონა, უკეთესი წინადადება არ მქონდა და იდეა მომეწონა. თუმცა, ”ბორჯომ”-ში ფული გამოჩნდა და დავბრუნდი. ყველაფერი მაინც ისე მოხდა, მე რომ მსურდა. მოვხვდი ამბიცირუ კლუბში, სადაც შემიძლია ნორმალურ პირობებში ვივარჯიშო და მოსკოვის ”ტორპედოში” გადასვლამდე რომ ვიყავი, იმ ფორმას და უკეთესსაც მივახწიო. ახლა ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი მაქვს, მაგალითად, 5 კილოგრამი მაკვს დასაკლები.
    •  კაცი ოცნებას ჯერ არ მოუკლავს და შენც ბევრჯერ იფიქრებდი ნაკრებში დაბრუნებაზე ?
    • მინდა ერთია და რა გამოვა, მეორე. თუმცა, ასეთი მონდომებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
    •  ინფორმაციას ფეხბურთელები ყველაზე ადრე იტყობთ. ნაკრების მწვრთნელებს შენზე ინფორმაცია მიაწოდეს?
    • არაფერი გამიგია. მეორე ნაკრების ჩამოყალიბება იმიტომ გამიხარდა, რომ ამ ოცნებასთან დაახლოებას ბევრი ფეხბურთელი შეეცდება. ისე, პირდაპირ პირველ ნაკრებში მოხვედრა მირჩევნია. თუმცა, გულახდილად გეუგნებით, რომ მიმიწვიონ და იმ დროისთვის სასურველ მდგომარეობაში არ ვიყო, მწვრთნელებს ამას ვეტყვი. არ მინდა, ნაკრებში ყველანაირი გზით მოხვედრა. ხალხმა თუ მაგინა, ასეთი თამაში რაში მჭირდება... ახლა ვნანობ, მოსკოვის ”ტორპედოში” არ უნდა წავსულიყავი. ეს გუნდი ქართველებისთვის დაწყევლილი იყო. არცეთი არ გაგვახარეს... ერთი წელი ამ არა კაცების გამო დავკარგე, რომელ ფორმაზეა ლაპარაკი, კინაღამ ფეხბურთიდან წავედი. არადა, 18 წლიდან ნაკრებში მიწვევდნენ და ძვირფასი წლები დამაკარგინეს...
    • ასეთი რა გაგიკეთეს?
    • ვგრძნობდი, რომ თითოეულ შეცდომაზე მისაფრდებოდნენ, რასაც სხვას პატიობდნენ, მე დიდ ცოდვად მითვლიდნენ. გულახდილად ვამბობ, თვითონაც დამნაშავე ვარ მომხდარში, ცივმა დამოკიდებულებამ გული ამიცრუა და ემოციებს ავყევი, მაგრამ ხელს რომ გიშლიან, ძნელია მონდომებით ივარჯიშო. არაფერია, ამ მდგომარეობიდან გამოვძვერი და მალე ძველებურად თამაშის იმედიც მაქვს
    • თემურ მახარაძე ჯერ მარჯვენა მცველად გათამაშებდა, ”სიონთან” ცენტრში დაგაყენა. ამპლუა ხომ არ შეიცვალა?
    • ჩემთვის ცენტრში თამაში კი არა, საყრდენი ნახევარმცველობაც  არაა უცხო ამბავი. ”ბორჯომში” და ტულის ”არსენალში” რამდეჯერმე ამ პოზიციაზე მათამაშეს. დაცვის ცენტრშიც ხშირად მაყენებნენ უკვე მნიშვნელობას არც ვანიჭებ, სად ვითამაშებ.
    • ფეხბურთელები, რომელთა გვერდითაც ორჯერ მოვხვდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, დღეს ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში თამაშობენ. ალბათ, გული გწყდება, მათსავით რომ ვერ ააწყე კარიერა?
    • მიხარია, რომ ისინი მაინც არიან კარგად. მეც ცუდად არ ვიყავი, მოსკოვის ”ტორპედოში” მოხვედრა 18 წლის ბიჭისთვის პატარა საქმე არ იყო. ეს შანსი ვერ გამოვიყენე, მაგრამ ჯერ 25 წლის ვარ და კარიერისთვის ხაზი არ გადამისვამს. პირიქით, მადაზე ახლა მოვდივარ.
    • მგონი, კარიერაში არ გაგიტანია იმდენი ბურთი, რამდენიც წლევანდელ ჩემპიონატში (10 თურში 4 გოლი ). წელს ბომბარდირობაც ხომ არ მოინდომე?
    •  რა არის, იცით? გამოცდილება დამიგროვდა, ჩამოვყალიბდი და ყველაფერი უკეთესად გამომდის.

     

     

გაზეთი ”სპორტი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005