ს.კ. ”ზესტაფონი” თურქეთში გაემგზავრა .
2007 წლის 26 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების მესამე ეტაპის გასავლელად გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში.
გუნდის სამწვრთვნელო შტაბის გადაწყვეტილების შესაბამისად თურქული შეკრების გასავლელად გაემგზავრნენ შემდეგი ფეხბურთელები:
მეკარეები: გრიგოლ ჭანტურია, როინ კვასხვაძე, ნიკოლოზ ჯალაღონია;
მცველები: ედიკ საჯაია, შალვა ღონღაძე, სევასტი თოდუა, კახაბერ ჩხეტიანი, როინ ონიანი, ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ხუმარაშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი ჭელიძე, ბექა ნოზაძე, დიმიტრი პარამონოვი, ჟილვან გომეს ვიეირა, მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, ნიკოლოზ კვასხვაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ჟონატას ოლივეირა ტორესი;
თავდამსხმელები: გოგი ფიფია, ზურაბ იონანიძე, დავით ჯანელიძე, ლეანდრო ტემპორინ როჩა.
გუნდი დაბინავდა ქალაქ ბელეკის, რომელიც მდებარეობს ქალაქ ანტალიადან 40 კილომეტრის დაშორებით, სასტუმრო ”ატალეია”-ში (სურათებზე). დაგეგმილია 5 ამხანაგური შეხვედრის ჩატარება უკრაინულ, კორეულ, რუსულ და ყაზახურ კლუბებთან.
|