ზესტაფონელები დინამოს ბრალდებებს გამოეხმაურნენ

ზესტაფონის ”ზესტაფონის“ გულშემატკივრები დღეს საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ თბილისის ”დინამოს“ ბრალდებას, რომლის თანახმად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი ”თამაშებს ყიდულობს და სხვადასხვა გუნდების წარმატებებს აფერხებს“.
100-მდე მხარდამჭერმა საპროტესტო აქცია დღეს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მოაწყო.

”ზესტაფონში“ სტადიონი მაღალ დონეზე რემონტდება. გუნდი კარგ ფორმაშია. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას უხაროდეს, თბილისიდან დიდ აგრესიას ვგრძნობთ“, - განუცხადა ინტერპრესნიუსს ”ზესტაფონის“ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარმა ლაშა კიკნაველიძემ.
დღესვე, აქციის მონაწილეებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელიც ”ზესტაფონის“ ფანკლუბს ჩამოაყალიბებს.
გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ თბილისის გუნდები რაიონული კლუბების ფინანსურმა სიმყარემ გააღიზიანა.

ზესტაფონის ”ზესტაფონს“ ს/ს ”ფეროშენადნობთა ქარხანა“ ერთ წელიწადზე მეტია აფინანსებს. ზესტაფონის ”ფერო“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფინანსებელიცაა.

www.internet.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005