03.07. 2006

ზესტაფონ”-მა ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო


    2006 წლის 1 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მერაბ კოჭლაშვილი, რომელიც XVII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნახევრის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ჟორჟიკაშვილის ასისტენტად მუშაობდა. გარდა ამისა, მეკარეების მომზადება დაევალა ცნობილ ქართველ სპეციალისტს, ბატონ გიგლა იმნაძეს.

მიმდინარე წლის 9 ივნისიდან ახალი, XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატისათვის მომზადება დაიწყო საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარმა გუნდმა.

მომზადების პირველი ეტაპი გაიმართა ქალაქ თბილისში, სადაც ფეხბურთელებმა გაიარეს სამედიცინო შემოწმება. ამის შემდეგ გუნდი გაემგზავრა ბორჯომში, სადაც დაიწყო მომზადების პირველი ეტაპით გათვალისწინებული ფუნქციონალური მომზადება.

მომზადების მეორე ეტაპი, რომელიც იმართება დაბა ურეკში, დაიწყო მიმდინარე წლის 29 ივნისს და გაგრძელდება 6 ივლისამდე. 8 ივლის კი გუნდი, მომზადების დასკვნითი, მესამე ეტაპის გასავლელად, მიემგზავრება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

 

ს.კ. ” ზესტაფონი” - ს პრეს - სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005