შაბათს, 29 ივლისს სტარტი აიღო საქართველოს მე-18 ეროვნულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის პირველ მატჩს ატარებდა შინ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივთან”.
მატჩი წარიმართა ზესტაფონელთა სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით და დასრულდა მათივე გამარჯვებით 2:0.
მეორე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” - ს პირველმა გუნდმა გამართა 6 აგვისტოს თბილისში ადგილობრივი ”მერანთან”, შეხვედრა დასრულდა ზესტაფონელთა გამარჯვებით 3-0.