04.02.2007

კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი .

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის მეორე ნაწილისათვის მზადებას. 4 თებერვალს გუნდმა გამართა მორიგი საკონტროლო მატჩი. ამჯერად სათადარიგო შემადგენლობით მოასპარეზე მარგველთა მეტოქე გახლდათ რუმინული კლუბი ”კონკორდია ჩიაჟნა მიხაილეშტი”.

ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა : ჭანტურია, ხიდეშელი, ღონღაძე, ხუმარაშვილი, ნოზაძე, ჯანელიძე, პარამონოვი, დაუშვილი, გორგიაშვილი, ლეანდრო, ფიფია.

შეხვედრის მეორე ნახევარში მარგველთა რიგებში გამოჩნდნენ : როინ კვასხვაძე (46), თოდუა, ონიანი, ჭელიძე, საჯაია, ნიკოლოზ კვასხვაძე (ყველა- 65).

რუმინულ კლუბთან შეხვედრაში ზესტაფონელთა დამრიგებელმა, თემურ მახარაძემ თავის გამოჩენის საშუალება მისცა რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. მათ გაამართლეს გუნდის დამრიგებლის ნდობა - მატჩის პირველი ნახევარი მიმდინარეობდა ქართველთა უპირატესობით და დასრულდა მათივე გამარჯვებით ანგარიშით 1-0. გოლის ავტორი გახლავთ გუნდში გასინჯვაზე მყოფი ბრაზილიელი ლეანდრო. შეხვედრის მეორე ნახევრის საწყისი 20 წუთი კი რუმინელთა უპირატესობით წარიმართა - ჩვენმა შავიზღვისპირელმა მეზობლებმა მატჩის ამ მონაკვეთში შეძლეს ორი ბურთის გატანა ზესტაფონელთა კარში. თუმცა, მოედანზე ქართველთა ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად ხუთი წარმომადგენლის გამოჩენამ თამაშის მიმდინარეობა კვლავ შეცვალა - ლეანდროს უნაკლო გადაცემის შემდეგ დავით ჯანელიძემ ანგარიში გაათანაბრა. მარგველებს რამოდენიმეჯერ შეეძლოთ გამარჯვების გოლის გატანაც, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა - 2-2.

შემდეგ საკონტროლო მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გამართავს 6 თებერვალს რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელთან, მოსკოვის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივ”-თან . მატჩის დასაწყისი - 19;30 (თბილისის დროით).

ფოტოებზე - გოგი ფიფიამ ანგარიში გახსნა (მარცხნივ) , დავით ჯანელიძის გოლი (მარჯვნივ)

 

 

 

 

 

 

 

04/02/2007- "ზესტაფონი" - ”კონკორდია ჩიაჟნა” (რუმინეთი) 2-2

ფოტოებზე - ს.კ. ”ზესტაფონი” პირველი გუნდის ვარჯიშის ფრაგმენტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005