14.05. 2006

საქართველოში დასრულდა საფეხბურთო სეზონი


9 მაისს დასრულდა ქვეყნის მეჩვიდმეტე ჩემპიონატი. პირველად თავის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა ბოლნისის ”სიონ”-მა. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონი” დამარცხდა ჩემპიონატის დასკვნით ტურში თელავში ადგილობრივ ”კახეთ”-თან ანგარიშით 0-1 და შეწყვიტა თავის 26 მატჩიანი წაუგებელი სერია საქართველოს ჩემპიონატისა და ეროვნული თასის მატჩებში. საბოლოოდ , ზესტაფონელებმა დაასრულეს 17-ე ეროვნული ჩემპიონატი საპატიო მეოთხე ადგილზე.

13 მაისს კი გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი. ს.კ. ”ზესტაფონი” ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ (2-2) დასრულების შემდეგ , პენალტების სერიაში დამარცხდა თბილისის ”ამერ”-თან ანგარიშით 3-4.

13/05/2006-”ზესტაფონი” - ”ამერი” 2-2 (პენ. 3-4)

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005