18.11.2006

გამარჯვება და მე-100-ე გოლი .

 

 2006 წლის 18 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გაიმარჯვა გასვლით მატჩში ქალაქ თელავში, ადგილობრივ ”კახეთ”-თან ანგარიშით 2-0.

გოლები მასპინძელთა კარში გაიტანეს გოგი ფიფიამ (51 წუთი) და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს უბერებელმა ლიდერმა და გოლეოდორმა ზურაბ იონანიძემ (76 წუთი).

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზურაბ იონანიძის მიერ გატანილი ბურთი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს საიუბილეო , მე-100-ე გოლი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში.

 

 

18/11/2006- ”კახეთი” - "ზესტაფონი" 0-2

დაწვრილებით

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005