Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.08.2023

 

 

 

 

 

 

 

 

მარცხი ფავორიტად მიჩნეულ რუსთაველებთან

 

 

 

 

2023 წლის 17 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები - ქალაქ რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

გუნდებმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყეს. რა გასაკვირია, რომ უფრო მეტს მასპინძლები აქტიურობდნენ და ორ ეპიზოდში ზესტაფონელთა გოლკიპერ შოთა იგითხანიანს საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა, ერთხელაც პარტნიორთა დაზღვევისას ძალიან ყურადღებით იმერელთა მცველმა ბადრი თავაძემ ითამაშა...

 

სტუმრები თავს ყურადღებით იცავდნენ და ტაიმი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ანგარიში აბრიტრის მიერ კომპენსირებულ 45+3-ე წუთზე გაიხსნა - ზესტაფონელთა საჯარიმოს მისადგემებთან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა და კარის მიმართულებით გაკეთებული გადაცემის ჩაწოდობის შემდეგ რუსთაველმა გიორგი სამადაშვილმა ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში რუსთაველებმა ანგარიშში საკუთარი უპირატესობის ორამდე გაზრდა მოახერხს - 53-ე წუთზე კიდევ ერთი სტანდარტი ზუსტად ნიკა ჯაფარიძემ შეასრულა. დარჩენილ დროში ღირებული თითქოს აღარაფერი უნდა მომხდარიყო, თუმცა 88-ე წუთზე სტუმართა რიგებში მოედანზე 15 წლის ფორვარდი ლუკა ჭრელაშვილი შევიდა და მესამე კომპენსირებულ წუთზე ეროვნულ ლიგა-3-ში მისთვის სადებიუტო მატჩი სადებიუტო გოლითაც დაამშვენა!

 

სამწუხაროდ, მეტის გასაკეთებლად სტუმრებს დრო აღარ დარჩათ და შეხვედრა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ რუსთაველთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

17.08.2023. ”რუსთავი” - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა კლდიაშვილი, 70), დევდარიანი, მჟავანაძე (გიგოლაშვილი, 70), თავაძე, ანდრიაძე, ნუცუბიძე, სიგუა, კუჭაშვილი, ცქიფურიშვილი (ჭრელაშვილი, 88), ხელიძე.

დაწვრილებით:

15 წლის ლუკა ჭრელაშვილის სადებიუტო გოლი

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 24 აგვისტოს გამართავს - საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირის პირველი წრის დასკვნით, რიგით მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. დედაქალაქელებთან პრინციპული მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023