24.03.2023
სპარინგი ახალგაზრდა წყალტუბოელებთან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 24 მარტს ჩვენმა გუნდმა მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ წყალტუბის "სამგურალი"-2-ს უმასპინძლეს.
განახლებულმა "ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: იგითხანიანი, ნუცუბიძე, გიგოლაშვილი, დევდარიანი, ლ. ფუტკარაძე, სათირიშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, შალამბერიძე, მღარიშვილი, ზუზაძე. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე კლდიაშვილი, გ. ფუტკარაძე და სხილაძე გამოჩნდნენ.
მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა. 5 აპრილს საჩხერის "ჩიხურასთან" დაგეგმილ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრამდე "ზესტაფონი" კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის გამართვას გეგმავს...
|