Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.07.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი ქუთაისის "მართვესთან"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 28 ივლისს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზისას დაგეგმილი დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ ქუთაისის "მართვეს" უმასპინძლეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ხურციძე, ნუცუბიძე, მჟავანაძე, დევდარიანი, გ. ფუტკარაძე, ლ. ფუტკარაძე, შალამბერიძე, ჭულუხაძე, კუჭაშვილი, ჭელიძე, ჭრელაშვილი. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე იგითხანიანი, ქვარცხავა, გიგოლაშვილი, ზუზაძე, ხელიძე და კლდიაშვილი გამოჩნდნენ...

 

მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გუნდის ახალწვეულის ლუკა ჭრელაშვილის აქტიურობის შედეგად დაწინაურდა, მეორეში გატანილი გოლებით თავი ისევ ლუკა ჭრელაშვილმა და ლუკა ჭელიძემ გამოიჩინეს. რაც შეეხება სტუმრებს, მეორე ტაიმში მასპინძელთა მიერ გატანილ გოლებს შორის ქუთაისელმა გიგა არეშიძემ ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხა...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023