28.03.2023
მოსამზადებელი პერიოდის ფინიშის სწორზე
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს, 28 მარტს სეზონის დაწყებამდე დაგეგმილი დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩვენმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.
"ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: იგითხანიანი, ნუცუბიძე, გიგოლაშვილი, დევდარიანი, ლ. ფუტკარაძე, სადაღაშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, შენგელია, კუჭაშვილი, ზუზაძე. შეხვედრის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე კლდიაშვილი, სათირიშვილი, შალამბერიძე, ხუჯაძე, მღარიშვილი, გ. ფუტკარაძე, ქურცაძე, ჭულუხაძე, სხილაძე და სარალიძე გამოვიდნენ...
მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 დასრულდა. "ზესტაფონის" შემადგენლობაში გატანილი გოლებით გიორგი სხილაძემ და ლაშა კუჭაშვილმა გამოიჩინეს...
|