27.07.2023
მორიგი მარგველურ-ჭყონდიდური დუელი
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ლიგა 3-ის ტურნირის მეორე ნაწილისთვის მზადებას ასრულებს, მიმდინარე წლის 27 ივლისს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მარტვილის "მერანს" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.
მარტვილელებთან მორიგი შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: იგითხანიანი, ქვარცხავა, თავაძე, გიგოლაშვილი, ანდრიაძე, ნუცუბიძე, კლდიაშვილი, კუჭაშვილი, ცქიფურიშვილი, ზუზაძე, ხელიძე. თამაშის მსვლელობისას მოედანზე გამოჩნდნენ: მჟავანაძე, დევდარიანი, შალამბერიძე, ჭელიძე, ლ. ფუტკარაძე და ჭრელაშვილი გამოჩნდნენ...
რაც შეეხება "მერანს", მათი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ნანავა, ფელიპე, ელბაქიძე, ბაქსანოკოვი, ჭუმბურიძე, ნადარეიშვილი, გაგიტი, სიტნიკოვი, ჯღამაია, ლაღაძე, ესონკულოვი. თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ქაჯაია, გადილია, გვასალია, წულაია, რუხაია, იმანაიშვილი, ჯოლოხავა, დაკარგულია, არჩაია, ბაღიშვილი, ლეჟავა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ჩემპიონატის მეორე დივიზიონის წარმომადგენელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე ეს უპირატესობა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლად ესონკულოვმა აქცია. თავის მხრივ, მასპინძლებმა მეორე ტაიმის დებიუტში მოპოვებული პენალტით უპასუხეს სტუმართა გოლს - ზუსტი დარტყმა შალვა ცქიფურიშვილის ანგარიშზეა. საბოლოოდ, ძალიან საინტერესო და ორივე გუნდისათვის მეტად სასარგებლო სპარინგ-დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა.
ხვალ "ზესტაფონი" საზაფხული პაუზისას დაგეგმილ დასკვნით საკონტროლო მატჩს გამართავს - ამჯერად ზესტაფონის საფეხბურთო ბაზას ქუთაისის "მართვე" ეწვევა. მატჩი დილით, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შემდეგ კი გუნდი შეისვენებს და 30 ივლისიდან თბილისის "ირაოს" წინააღმდეგ 3 აგვისტოს კასპში გასამართი შეხვედრისათვის მზადებას შეუდგება...
|