Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.07.2022

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 10 ივლისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეთხუთმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "თბილისი სიტის" უმასპინძლა.

 

საფეხბურთო კლუბ "თბილისი სიტის" წინააღმდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული პირველი წრის დასკვნითი შეხევდრა "ზესტაფონისთვის" წარუმატებელი გამოდგა - ზემოიმერლებმა საკუთარ სტადიონზე დასანანი მარცხი, ანგარიშით 0-2 განიცადეს...

 

ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე სტუმართა შემთევი თეიმურაზ შარაშენიძის მიერ დამატებაზე თამაშისას ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ გაიხსნა, მატჩის არბიტრის, გიორგი ავაზაშვილის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი შეტევაში გართული მასპინძლები მეორე გოლით რევაზ სალუქვაძემ დასაჯა...


საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეორე წრის სასტარტო შეხვედრას „ზესტაფონი“ 18 აგვისტოს გამართავს - ამ დღეს ჩვენი გუნდი საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს...

 

10.07.2022. ”ზესტაფონი” - ”თბილისი სიტი” 0-2

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, კაკუშაძე, ნიკოლაძე, გელაშვილი, მოსიძე (წამალაშვილი, 78), საღარეიშვილი (მაცაბერიძე, 46), გოგიჩაიშვილი (წიქარიშვილი, 75), გაჩეჩილაძე, ჭანტურია (გოგობერიშვილი, 46), იონანიძე, ამბროლაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022