Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.07.2023

 

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი სპარინგი "ჩიხურასთან"

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს და 20 ივლისს გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა.

 

ორიოდე კვირის წინ მდინარე ყვირილის პირას მდებარე ორი ქალაქის წარმომადგენელმა გუნდებმა ერთმანეთს ოდნავ განსხვავებული შემადგენლობები დაუპირისპირეს. თუკი "ჩიხურასთან" წინა მატჩი "ზესტაფონმა" ექსპერიმენტალური კრებულით ჩაატარა, დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სეზონის მოახლოვებული განახლების შემდგომ პერიოდზე ორიენტირებულ შემადგენლობას უხმო...

 

ამ გუნდების წინა მატჩის მსგავსად, დღევანდელი დაპირისპირებაც საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ანგარიშში ისევ ჯერ მასპინძლები დაწინაურდნენ, შემდეგ ისევ სტუმრები, საბოლოოდ კი დღევანდელი მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა (ანგარიში გახსნა და მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით თავი ლუკა დევდარიანმა გამოიჩინა). შესვენების შემდეგ კი წინ უკვე "ჩიხურამ" გავიდა. რაც შეეხება, მასპინძლებს, მათ ჯერ გიორგი სამხარაძის გოლის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, ბოლოს კი გამარჯვების მომტანი გოლი ჩვენს გუნდში გასინჯვაზე მყოფმა ლუკა ჭრელაშვილმა გაიტანა - 3:2.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023