როგორც იცით, საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილი საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კასპში 3 აგვისტოს გამართული წარუმატებელი მატჩით განაახლა...
შემდეგ შეხვედრას კი "ზესტაფონი" 10 აგვისტოს გამართავს - საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეცამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლებენ. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზეგაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...
ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა - 2023 წლის სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას 20 წლის მცველი ანზორ (ანრი) დეისაძე დაიცავს!
ანზორ დეისაძექუთაისური ფეხბურთის აღზრდილია და სხვადასხვა წლებში საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს", სფფ-ს ზუგდიდის აკადემიის, წყალტუბის "სამგურალის" ასაკობრივი, ხოლო აბაშის "ზანასა" და საჩხერის "ჩიხურას" ძირითადი გუნდების ღირსებას იცავდა...