Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.06.2023

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვების ბოლო წუთებზე დაკარგვის ამბავი

 

 

 

 

მიმდინარე წლის 5 ივნისს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეათე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლა...

 

მასპინძლებმა შეხვედრის პირველი ნახევარი აქტიურად დაიწყეს და ამ აქტიურობამ ტაიმის მეორე მესამედის დასასრულს შედეგი მოიტანა - 29-ე წუთზე სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოში დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეულად აქტიური ზაალ ზუზაძე წააქციეს და გამოცდილმა შალვა ცქიფურიშვილმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან წინ "ზესტაფონი" გაიყვანა...

 

მეორე ნახევარში მასპინძლებმა ბურთი სტუმრებს დაუთმეს, ძირითადი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გააკეთეს და თბილისელთა მცდელობებს სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ასეთმა ტაქტიკამ 81-ე წუთამდე იმუშავა, როდესაც იმერელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ნიკა მანჯგალაძემ ისარგებლა და ანგარიში საყაიმო გახადა...

 

დარჩენილ დროში თამაში გაიხსნა, ორივე გუნდმა გამარჯვების მოსაპოვებლად გაიწია, თუმცა ლანჩხუთელი არბიტრის თორნიკე ნაკაიძის საფინალო სასტვენმა მასპინძლეთათვის დასანანი ფრე 1-1 დააფიქსირა.

 

საზაფხულო პაუზამდე გასამართ დასკვნით შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 10 ივნისს გამართავს - ამ დღეს ზემოიმერლები აჭარას ეწვევიან და ხელვაჩაურის "მაჭახელას" დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა ახალსოფელის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...

 

05.06.2023. ”ზესტაფონი” - ”მერანი-2” (თბილისი) 1-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, დევდარიანი, ნუცუბიძე, ანდრიაძე, უედრაოგო (სადაღაშვილი, 85), ხვადაგიანი, სათირიშვილი (შალამბერიძე, 68), სამხარაძე, ცქიფურიშვილი, ზუზაძე, ადებოვალე (კლდიაშვილი, 64).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023