Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.06.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ახალგაზრდული ნაკრები თბილისის ზღვაზე ემზადება

 

 

 

 

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდელთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისათვის მზადება დაიწყო. მოახლოვებული უმნიშვნელოვანესი ტურნირისათვის მზადების პროცესი თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარეობს...

 

როგორც იცით, უეფას 21-წლამდე 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას კი, 8 ივლისს, "ბათუმი არენა" უმასპინძლებს. 

 

რამაზ სვანაძის გუნდი 25-კაციანი შემადგენლობით ემზადება. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ქართული გუნდი კვიპროსელ ახალგაზრდებს უმასპინძლებს და მათთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

 

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21 ივნისს, "დინამო არენაზე", პორტუგალიელებთან მატჩით გახსნის. დასავლეთპირენეელთა გარდა, ჩვენს ჯგუფში ბელგიისა და ჰოლანდიის ახალგაზრდული გუნდები იასპარეზებენ...

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მინდვრებზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023