Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.12.2023

 

 

 

 

 

 

 

 

2023 წლის სეზონი ციფრებში

 

 

 

 

 

საქართველოს XXXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირი დასრულდა. ტრადიციისამებრ, სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი ინტერნეტ-გვერდი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება...

 

სულ, ახლახან დასრულებულ სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” 31 მატჩი ჩაატარა - 30 შეხვედრა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირში და 1-ც დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში...

 

თასის გათამაშებასა და ჩემპიონატში ჩატარებული 31 შეხვედრიდან 6 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 11 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 14-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი - 34-49.

 

რაც შეეხება 2023 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების რაოდენობით საუკეთესო შედეგს, ის გუნდის გოლკიპერ შოთა იგითხანიანს ეკუთვნის - მან მონაწილეობა 31-ვე მატჩში მიიღო. 29-ჯერ მოირგო "ზესტაფონის" მაისური შოთა ანდრიაძემ და 25-ჯერ გუნდის კაპიტანმა გიორგი სამხარაძემ...

 

უდავოდ საინტერესო ამბავთა რიცხვს განეკუთვნება ისიც, რომ ჩემპიონატში ჩატარებული 30-დან 30-ვე შეხვედრაში გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა შოთა იგითხანიანმა. შოთა ანდრიაძისა და გიორგი სამხარაძის ანგარიშზე შესაბამისად 28 და 25 შეხვედრაა. ზაალ ზუზაძემ და დავით ნუცუბიძემ 24-24 შეხვედრაში ითამაშეს, სანდრო სათირიშვილისა და შალვა ცქიფურიშვილის ანგარიშზე კი 23-23 მატჩია.

ჩემპიონატში ჩატარებული 30 შეხვედრიდან 6 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 11 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 13-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი - 33-46. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ლიგა 3-ის გუნდებს შორის ყველაზე მეტ შეხვედრაში (11-ჯერ) ფრედ სწორედ "ზესტაფონმა" ითამაშა.

 

სულ, განვლილი ჩემპიონატის 30 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 29 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 33 გოლი ზემოიმერული გუნდის 10 ფეხბურთელის ანგარიშზეა, 1 ბურთიც საკუთარ კარში "ირაოს" მცველმა ლუკა ჯაფარიძემ გაიტანა...

 

ჩემპიონატის მსვლელობისას ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 19 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი 4 გოლი გაიტანეს...

 

ზემოიმერული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 9 გატანილი გოლით ნიკოლოზ ხელიძე გახდა, 6-6-ჯერ დაამწუხრეს იმერელთა მეტოქეები გამოცდილმა შალვა ცქიფურიშვილმა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იმერელთა რიგებში დაბრუნებულმა შოთა შეყილაძემ, 3 გოლი კი ზაალ ზუზაძის ანგარიშზეა...

 

 

 
2023 წლის XXXV ეროვნულ ჩემპიონატში ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვით.

წით.

შოთა იგითხანიანი
30
- 46
3
-
შოთა ანდრიაძე
28
2
8
-
გიორგი სამხარაძე
25
-
7
1
ზაალ ზუზაძე
24
3
8
-
დავით ნუცუბიძე
24
1
8
1

შალვა ცქიფურიშვილი

23
6
3
-

სანდრო სათირიშვილი

23
1
8
1

ლაშა კუჭაშვილი

21
2
5
-

მერაბ გიგოლაშვილი

21
-
2
-

გიორგი კლდიაშვილი

21
-
4
1
ნიკოლოზ ხელიძე
19
9
2
-
გოგა ქვარცხავა
16
-
2
-
თორნიკე შალამბერიძე
16
-
-
-

ანზორ მჟავანაძე

14
-
4
1

ლუკა დევდარიანი

13
1
5
-
 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვით.

წით.

ბადრი თავაძე
12
-
2
-
ლუკა სიგუა
12
-
5
3
შოთა შეყილაძე
10
6
1
-
ადობოვალე ოგუნბუფუნმი
10
-
2
-
ნიკა ხვადაგიანი
9
-
3
-
ლუკა ფუტკარაძე
9
-
-
-

ანზორ დეისაძე

8
-
2
-

მოჰამედ უადრაოგო

8
-
-
-

ლუკა ჭრელაშვილი

7
1
-
-

გიორგი ხუჯაძე

6
-
1
-

ზურაბ სადაღაშვილი

5
-
-
-

ნიკა მღარიშვილი

5
-
-
-

ლუკა შენგელია

3
-
1
-

ლუკა ჭელიძე

3
-
-
-
ავტოგოლი
-
1
-
-
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023