20.08.2022
ირაკლი საღარეიშვილმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
როგორც მოგეხსენებათ, 19 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერის "ჩიხურას" წინაამღდეგ საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთექსმეტე ტურის შეხვედრა გამართა. საჩხერელებთან მატჩის შემდეგ ერთი ძალიან საინტერესო და ამავე დროს სევდიანი ამბის შესახებ გახდა ცნობილი...
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ საქმებ ჩვენი გუნდის ნახევარმცველს, ირაკლი საღარეიშვილს ეხება - ამ ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო პერიოდში ტრავმებმა ძალიან შეაწუხა, ახლახან მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამის მიუხედავად, მან ყოფილ თანაგუნდელთა თხოვნა გაითვალისწინა, გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა და საჩხერელთა წინააღმდეგ ზესტაფონელთა რიგებში გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩაატარა!
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური, მთელი ჩვენი კლუბისა და მისი გულშემატკივრის სახელით, ამ თავდადებულ სპორტსმენსა და ღირსეულ პიროვნებას მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!
|