Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" სეზონის სტარტზე

 

 

 

 

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 5 აპრილს გამართავს - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩვენი გუნდი ადგილობრივ "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

 

იმერული გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა - ამიერიდან მარგველთა ღირსებას მეკარე იგითხანიანი, მცველები მერაბ გიგოლაშვილი, ლუკა დევდარიანი და დავით ნუცუბიძე, ნახევარმცველები შალვა ცქიფურიშვილი, ზურაბ სადაღაშვილი და შოთა ანდრიაძე, ფორვარდები ზაალ ზუზაძე, ლაშა კუჭაშვილი და ლუკა შენგელია დაიცავენ...

 

ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ის ტურნირის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენი გუნდის დამრიგებლის მალხაზ ღონღაძის გადაწყვეტილებით, შემდეგი 21 ფეხბურთელი ემზადება:

 

მეკარეები: შოთა იგითხანიანი, დავით სარალიძე;

 

მცველები: ლუკა დევდარიანი, გიორგი ხუჯაძე, დავით ნუცუბიძე, მერაბი გიგოლაშვილი, გაგა ქურცაძე, გაგა ფუტკარაძე, ლუკა ფუტკარაძე, გიორგი კლდიაშვილი;

 

ნახევარმცველები: გიორგი სამხარაძე, სანდრო სათირიშვილი, შალვა ცქიფურიშვილი, ზურაბ სადაღაშვილი, შოთა ანდრიაძე, თორნიკე შალამბერიძე, ნიკა მღარიშვილი, ლუკა ჭელიძე;

 

თავდამსხმელები: ზაალ ზუზაძე, ლაშა კუჭაშვილი, ლუკა შენგელია.

 

როგორც უკვე გითხარით, საქართველოს XXXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ზესტაფონელთათვის სასტარტო შეხვედრა "ჩიხურას" წინააღმდეგ ხვალ, 5 აპრილს ივანწმინდის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023