Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.03.20232

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტროლო მატჩების სერია გრძელდება

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს, ამ დღეებში კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველები ჯერ თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს, შემდეგ კი ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდნენ.


11 მარტს გამართულ მატჩში "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა საქმეში გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი იხილა. აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა ეს სპარინგი მნიშვნელოვნად გადახალისებული, ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარა და საბოლოოდ ანგარიშით 1-4 დამარცხდა. გატანილი გოლით თავი შალვა ცქიფურიშვილმა გამოიჩინა...

 

ხონელთა წინააღმდეგ 17 მარტს გამართულ შეხვედრაში კი მალხაზ ღონღაძემ ძირითადთან მიახლოვებული შემადგენლობა ათამაშა და ამან მატჩის შედეგზე უშუალო ზეგავლენაც მოახდინა - "ზესტაფონმა" ამჯერად ანგარიშით 2-0 მოიგო. გოლები კი ლუკა შენგელიასა და გიორგი კლდიაშვილის ანგარიშზეა...

 

ეროვნული ჩემპიონატის 5 აპრილისათვის დანიშნულ სტარტამდე ჩვენი გუნდი კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023