Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.02.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა 3-ის კალენდარი

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2023 წლის ტურნირის კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ჩემპიონატის კალენდარი იქნა შემუშავებული.

 

ტურნირის ჩატარების დამტკიცებული ფორმატის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "მერანი-2", "საბურთალო-2", "ლოკომოტივი-2" და "ირაო", დუშეთის "არაგვი", "გორი", "ბორჯომი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ხელვაჩაურის "მაჭახელა", საჩხერის "ჩიხურა", სართიჭალის "შტურმი" და საფეხბურთო კლუბი "რუსთავი"გაუწევენ...

 

2023 წლის ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონელთათვის 5 აპრილს დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი საჩხერეს ეწვევა და "ზემოიმერულ დერბიში" ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

 

პირველ საშინაო მატჩს კი "ზესტაფონი" 12 აპრილს გამართვას - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლებენ...

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ის 2023 წლის გათამაშების კალენდრის სრული ვერსია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023