როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, 2023 წლის 5 აპრილს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრა გამართა - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საჩხერის "ჩიხურა" მისსავე მოედანზე დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგებში ჩვენი გულშემატკივრისათვის აქამდე უცნობმა ერთმა ფეხბურთელმა იასპარეზა. ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულის სრული სახელიადებოვალე სიმონ ოგუნბუფუნმი გახლავთ.
ზესტაფონელთა ახალწვეული წარმოშვებით ნიგერიელია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახლავთ. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 წლისაა და ის ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობს.
სხვადასხვა დროს, ადებოვალე სიმონ ოგუნბუფუნმის, რომელსაც "დიბოს" უწოდებენ, ნიგერიისა და შვედეთის სხვადასხვა კლუბებში უასპარეზია...