30.07.2023
სიახლეები მარგველთა ბანაკიდან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირში ასპარეზობას ზემოიმერული გუნდი თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოსთან" გასვლითი შეხვედრით განაახლებს.
როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თბილისურ "მერანი-2"- თან, "ვარკეთილთან", "საბურთალო-2"-თან, "ლოკომოტივი-2"-თან და "ირაოსთან", დუშეთის "არაგვთან", "გორთან", "ბორჯომთან", ლანჩხუთის "გურიასთან", ჩოხატაურის "ბახმაროსთან", ტყიბულის "მეშახტესთან", ხელვაჩაურის "მაჭახელასთან", საჩხერის "ჩიხურასთან", სართიჭალის "შტურმთან" და "რუსთავთან" ერთად ასპარეზობს...
ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ ზესტაფონელთა საკლუბო ფერებს 23 წლის თავდამსხმელი ნიკა ხელიძე და მცველები 19 წლის ანზორ მჟავანაძე და 23 წლის ბადრი თავაძე დაიცავენ. ახლა კი შეგვიძლია მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ზემოთ ნახსენები სამეულის გარდა, მარგველთა რიგებში სეზონის ბოლომდე 23 წლის მეკარე ოთარ ხურციძე, 23 წლის მცველი გოგა ქვარცხავა, 23 წლის ნახევარმცველი ლუკა სიგუა და 15 წლის ფორვარდი ლუკა ჭრელაშვილი იასპარეზებენ.
რაც შეეხება თბილისის "ირაოსთან" შეხვედრას, ის 3 აგვისტოს კასპის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება…
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნიკოლოზ ხელიძე |
|
ბადრი თავაძე |
|
ანზორ მჟავანაძე |
|
გოგა ქვარცხავა |
|
|
|
|
|
|
|
ლუკა სიგუა |
|
ოთარ ხურციძე |
|
ლუკა ჭრელაშვილი |
|
- |
|
|
|
|
|
|
|
|