27.09.2023
ფრე ახალგაზრდა საბურთალოელებთან
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით მეოცე ტურის პირველი შეხვედრა - დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლა...
სერიოზულ საკადრო პრობლემებს ზესტაფონელები ვერც დღევანდელ შეხვედრას აცდნენ - ლუკა სიგუასა და სანდრო სათირიშვილის დისკვალიფიკაციით გამოწვეულ უქმობას დაემატა ლუკა დევდარიანის, ბადრი თავაძისა და ნიკა ხელიძის ტრავმები და თბილისელებთან სათამაშოდ იმერლები ისევ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით გავიდნენ...
ახალგაზრდა საბურთალოელებთან შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გარკვეული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები კი საკუთარი თამაშის აწყობას კონტრშეტევებზე ცდილობდნენ, თუმცა მეტოქე გუნდიბის არაერთი მცდელობის მიუხედავად, პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
თამაშის სცენარი დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ბურთს ძირითადად სტუმრები აკონტროლებდნენ, მასპინძლები კი თავის შანსს ისევ კონტრაქციებში ეძებდნენ. საბოლოოდ, დღევანდელი საკმაოდ დაძაბული და ნერვიული შეხვედრა, რომლის მსვლელობისას არბიტრმა თორნიკე ნაკაიძემ მოწინააღმდეგეები ყვითლებით მრავლად "დაასაჩუქრა", უგოლოდ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
|
27.09.2023. ”ზესტაფონი” - ”საბურთალო-2” (თბ) 0-0 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე, მჟავანაძე, ხუჯაძე, ქვარცხავა, ანდრიაძე, კლდიაშვილი (ლ. ფუტკარაძე, 90), სამხარაძე, კუჭაშვილი, ცქიფურიშვილი, ზუზაძე (შალამბერიძე, 88).
დაწვრილებით:
|
|