08.09.2022
დასანანი მარცხი გორელებთან
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცხრამეტე ტურის მატჩები. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივმა "გორმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.
ახალგაზრდული შემადგენლობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" ისევ ბევრი იბრძოლა და მორიგი ქულის მოპოვებამდე ისევ სულ ოდნავ დააკლდა - სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში თავგანწირვით იგერიებდნენ მასპინძლების იერიშებს და შეცდომა მხოლოდ ერთხელ, 75-ე წუთზე დაუშვეს...
რა გასაკვირია, რომ გორელები ახალბედა ოპონენტებთან დაპირისპირებაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მატჩის ბედი მასპინძელტა მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - იმერლებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვიეს და ოთარ ანანიაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში მაღალი მიზენებისათვის მებრძოლ შიდაქართლურ გუნდს ესოდენ საჭირო და რთული გამარჯვება მოუტანა - 1-0.
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 15 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეოცე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...
|
08.09.2022. ”გორი” - ”ზესტაფონი" 1-0 |
"ზესტაფონი": გ. აბრამიშვილი, ლ. ფუტკარაძე, სათირიშვილი, ფოცხვერაშვილი, კლდიაშვილი, ჭელიძე, ცხადაძე, გ. ფუტკარაძე, შალამბერიძე (ქურცაძე, 89), სამხარაძე, იონანიძე (წულაია, 80).
დაწვრილებით:
|
|