16.07.2023
საკონტროლო შეხვედრა მარტვილის "მერანთან"
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ლიგა 3-ის ტურნირის მეორე ნაწილისთვის მზადებას განაგრძობს, მიმდინარე წლის 16 ივლისს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელს, მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდნენ.
ჭყონდიდელებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: იგითხანიანი, თავაძე, მჟავანაძე, დევდარიანი, ანდრიაძე, ქვარცხავა, სიგუა, სამხარაძე, კუჭაშვილი, ცქიფურიშვილი, ხელიძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში შალამბერიძე, კლდიაშვილი, გიგოლაშვილი, სათირიშვილი, ზუზაძე, მარგველაშვილი, მაისურაძე და ჭრელაშვილი გამოჩნდნენ...
"მერანის" შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მანიაკინი, მელიავა, ელბაქიძე, ფელიპე, ბაქსანოკოვი, ნადარეიშვილი, სიტნიკოვი, გაგიტი, ჯღამაია, წოწონავა, ესონკულოვი. თამაშის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ნანავა, ქაჯაია, წულაია, არჩაია, გადილია, ბაღიშვილი, იმანაიშვილი, კიტია, დაკარგულია, რუხაია, ხორავა.
მატჩი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის წარმომადგენელ მარტვილელთა გარკვეული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა, საბოლოოდ, გატანილი გოლების გარეშე, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
სეზონის განახლებამდე დარჩენილ პერიოდში ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს...
|