Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.05.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" თბილისური აკადემიის ამბები

 

 

 

 

 

როგორც იცით, 2020 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებას შეუდგა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემია. თავის დროზე, ჩვენი კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის თაობაზე. სასიხარულოა, რომ ეს პროექტი დღესაც წარმატებით მუშაობს...

 

უნდა აღინიშნოს, რომ იმერელთა დედაქალაქურ აკადემიაში სავარჯიშო პროცესი დღესაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარეობს, სწორედ იმ მინდვრებზე, სადაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი მატჩებისათვის სისტემატურად ემზადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.

 

გეტყვით იმასაც, რომ სადღეისოდ "საფეხბურთო ცხოვრებაში" აქტიურადაა ჩართული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა თბილისური აკადემიის წარმომადგენელი 5 გუნდი - 2004-05 წლებში დაბადებულთა გუნდი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ლიგა "ბ"-ს ტურნირში (დაწვრილებით იხილეთ აქ:) მონაწილეობს, 2011-ანთა ერთი გუნდი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ელიტლიგის ტურნირშია (დაწვრილებით:) ჩართული, ხოლო 2011-ანთა კიდევ ერთი კოლექტივი (დაწვრილებით:), 2012-ანთა კრებული (დაწვრილებით:) და 2013 წელს დაბადებულთა გუნდი (დაწვრილებით:) ამავე რეგიონალური ფედერაციის მიერ გამართულ თბილისის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობენ...

 

 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზაბული რეგიონალური ლიგა "ბ"-ს ტურნირის მონაწილე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გუნდი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023