საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. მიმდინარე წლის სექტემბრის დასკვნით დეკადაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის ორ გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს...
ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს მაკედონიასთან და 26 სექტემბერს გიბრალტართან გასამართი შეხვედრებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ჩვენთვის სასიამოვნო ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ატარებს. უახლოეს მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ფრანგმა სპეციალისტმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა...
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა