Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.08.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" სეზონის განახლებისთვის ემზადება

 

 

 

 

 

 

სულ რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი, რომელსაც მალხაზ ღონღაძე ხელმძღვანელობს, ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს და ამ ტურნირში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის...

 

კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმერული კლუბი სეზონს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ჩაამთავრებს - სადღეისოდ დანამდვილებით ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში მოასპარეზეთაგან გუნდში გიორგი აბრამიშვილი, გიორგი სამხარაძე და დავით იონანიძე დარჩნენ...

 

გუნდის ძირითად ბირთვს კი ზემოიმერელთა საკლუბო აკადემიის აღსაზრდელები და რამდენიმე ახალგაზრდა ადგილობრივი და მოწვეული ფეხბურთელი შეადგენენ. ზესტაფონელები სეზონის მეორე ნაწილის მატჩებისათვის იმერეთში მდებარე საკუთარი ბაზის მინდვრებზე ემზადებიან...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022