16.06.2022
ეროვნული თასის მესამე და მეოთხე ეტაპების კენჭისყრა
14 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2022 წლის გათამაშების მორიგი რაუნდების კენჭისყრა გაიმართა - მეორე (რიგით - მესამე) ეტაპის შეხვედრაში “ზესტაფონი“ ლიგა 4-ის წარმომადგენელს, ხელვაჩაურის "მაჭახელას" დაუპირისპირდება.
თასის გათამაშების წინასწარი და პირველი ეტაპების შემდგომ, მეორე ეტაპზე 24 გუნდი 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი შეუერთდება.
შემდეგ ეტაპზე, 14 გამარჯვებულს მერვედფინალში ავტომატურად გადასული ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ბათუმის "დინამო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "საბურთალო" დაემატებიან. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 7 აგვისტოს გაიმართება.
კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების რიგით მესამე ეტაპზე (1/32-ფინალური სტადია) საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" ახალსოფელში ესტუმრება. ეს მატჩი 7 ივლისს გაიმართება...
მეთექვსმეტედფინალურ სტადიაზე კი "მაჭახელა" - “ზესტაფონის“ წყვილში გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელს, გორის საფეხბუთო კლუბ "დილას" დაუპირისპირდება.
|