Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.11.2022

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული გუნდი ილია კოკაიას სახელობის ცენტრში ემზადება

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ნოემბრის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო - 2022 წლის 17 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი მაროკოს ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

 

ვილი სანიოლის  გუნდი მაროკოელებთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში ატარებს...

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022