Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.01.2023

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას ახლო მომავალში შეუდგება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზემოიმერული გუნდი მოახლოვებულ სეზონში ისევ ეროვნულ ლიგა 3-ში იასპარეზებს.

 

მაშ ასე, 2023 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშებაში ჩაერთვება. მოახლოვებული ტურნირის კალენდართან და დებულებასთან დაკავშირებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი...

 

ახალ საფეხბურთო სეზონში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თბილისურ "მერანი-2"- თან, "ვარკეთილთან", "საბურთალო-2"-თან, "ლოკომოტივი-2"-თან და "ირაოსთან", დუშეთის "არაგვთან", "გორთან", "ბორჯომთან", ლანჩხუთის "გურიასთან", ჩოხატაურის "ბახმაროსთან", ტყიბულის "მეშახტესთან", ხელვაჩაურის "მაჭახელასთან", საჩხერის "ჩიხურასთან", სართიჭალის "შტურმთან" და "რუსთავთან" იასპარეზებს...

 

როგორც ზემოთ ითქვა, მზადების პროცესს გუნდი უახლოეს მომავალში შეუდგება. მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ მარგველთა რიგებში კარსმომდგარ სეზონში 20 წლის მეკარე გიორგი აბრამიშვილი, 19 წლის მცველი სანდრო სათირიშვილი, 22 წლის ნახევარმცველი გიორგი სამხარაძე და 21 წლის თავდამსხმელი ბესარიონ ფერაძე იასპარეზებენ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023