Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.11.2023

 

 

 

 

 

 

 

 

უგოლო ფრე "რუსთავთან"

 

 

 

 

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის გუშინ გსმსრთული 2 მატჩით გახსნილი ბოლოსწინა, რიგით ოცდამეცხრე ტურის 6 შეხვედრა - ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ბაზაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა"საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" უმასპინძლა...

 

ორი სახელოვანი და მრავალი საფეხბურთო ტიტულის მფლობელი ქალაქის კლუბთა დღევანდელ დაპირისპირებას მასპინძელთათვის, ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს სატურნირო ცხრილში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა. იმერლები ხომ გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფებიან და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ფიცხელ ბრძოლაში არიან ჩართულნი...

 

რაც შეეხება რუსთაველებს, მათ პლეი-ოფში თამაშის უფლება წინა ტურში "მაჭახელასთან" საშინაო შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით გაინაღდეს. მართალია, სტუმრებს საუკეთესო ორ გუნდს შორის აღზევებისა და ზედა ეშელონის პირდაპირი საგზურის მოპოვების შანსიც გააჩნდათ, თუმცა ეს შანსი უფრო ჰიპოთეტიკურ განზომილებას მიეკუთვნებოდა...

 

შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოყოლებული მწვანე მინდორზე თავდაუზოგავი ბრძოლა გაჩაღდა. მატჩი ბოლომდე დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.

 

* * *

სეზონის დასკვნით შეხვედრას "ზესტაფონი" 1 დეკემბერს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ოცდამეათე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" მეორე გუნდს ესტუმრებიან. მატჩს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ოლიმპიური კომპლექსი უმასპინძლებს და ის 14:00 საათზე დაიწყება...

 

26.11.2023. ”ზესტაფონი” - ”რუსთავი” 0-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, შალამბერიძე, ნუცუბიძე (ლ. ფუტკარაძე, 68), მჟავანაძე, სათირიშვილი, ანდრიაძე, სამხარაძე (გიგოლაშვილი, 41), სიგუა, კუჭაშვილი, ზუზაძე (ხელიძე, 83), შეყილაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023